fbpx
საბერძნეთი

19 წლის ბერძენი მოდელის მშობლები ჰონგ კონგში ჩავიდნენ

მათ შეძლეს მისი ნახვა და გამოლაპარაკება. 19 წლის გოგონა ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

უკვე სამი თვეა რაც 19 წლის ირინი მელისაროპულუ ჩინეთის ერთერთ ციხეშია კოკაინის გამო, რომელიც მას აეროპორტში ჩხრეკისას აღმოუჩნდა.

საკის კეხაიოღლუ, მისი ადვოკატი ამბობს რომ, მშობლებისა და გოგონას დიალოგი ძალიან ძნელი იყო რადგან გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცუდია. სამწუხაროდ, მშობლებმა ვერ შეძლეს გოგონას ჩახუტება, რადგან დიალოგის დროს მათ შუაში შუშის ბარიერია.

რას ამბობს გოგონას ადვოკატი:

ოთხი დღეა რაც ირინის მშობლები ჰონგ კონგში არიან და ყოველ დღე, 30 წუთით შეუძლიათ ნახონ მათი შვილი. 14 თებერვალს ჩატარდება ასევე დამატებითი სასამართო და გავაცანი მათი ჩინელი ადვოკატი რომელიც მე ვურჩიე რომ აგვეყვანა. იმ შემთხვევაში თუ ირინიმ აღიარა დანაშაული მას 23-26 წელს მიუსჯიან ციხეში, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ არ აღიარა დანაშაული მაშინ სასამართო სასამართლოზე გველის და ფაქტიურად ლაპარაკია ხარჯებზე რომელიც აღემატება ასიათასობით ევროს.

ირინი გამუდმებით ამბობს რომ არ იცოდა მის ჩანთაში ნარკოტიკების შესახებ. მე როგორც ადვოკატი ვერ ვიტყვი რომ მისი მჯერა, ან პირიქით. დარწმუნებული არ ვარ.