1960-იანი წლების კრეტა (დოკუმენტური ვიდეოები)

1960-იანი წლების კრეტა: ქალები საქსოვ დაზგებთან, ცხელი პური ტრადიციული ღუმელიდან, მამაკაცები ადგილობივ ყავის მაღაზიებში… ზოგიერთი მათგანი ტრადიციულ სამოსს ატარებს.

ეს არის მე-20 საუკუნის კრეტას სურათი, რომელიც საბერძნეთის ეროვნულმა ტურიზმის ორგანიზაციამ შექმნა.

მეორე დოკუმენტურ ვიდეოში ნაჩვენებია ტურისტული დანიშნულების ადგილები, სოფლები და ზღვისპირა მღვიმეები, სადაც ადგილობრივები ზაფხულის პერიოდში ცხოვრობდნენ. ისინი მუშაობდნენ მოსავლის პერიოდში, ქალები აცხობდნენ პურს.

რა შეიცვალა მას შემდეგ?

ადგილობრივი ქალები პურს იქვე მდებარე საცხობებში ყიდულობენ. ხოლო მოსავლის ასაღებად ახლა სპეციალური მანქანები გამოიყენება.

ტურისტები უპირატესობას კნოსოსს ანიჭებენ და ბევრად უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვიათ.

თუმცა, კრეტელი მამაკაცები ისევ სტუმრობენ ყავისთვის სხვადახვა კაფეებსა და მაღაზიებს.