19 წლის ქართველი გმირი

#რაგბიაქაურობას – რაგბის კერა უკვე ზემო სვანეთშია! ეს პროექტ რაგბი აქაურობას და 19 წლის რაგბის კლუბ არმაზის მორაგბის, ირაკლი ნარსავიძის დამსახურებაა, რომელიც თავის მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და ყველა ასაკის ადგილობრივ ბავშვებსა და მოზარდებს ავარჯიშებს ახლად დაარსებულ რაგბის კლუბ ‘უშბაში’ რ.კ უშბა / R.C Ushba

FB_IMG_1460584693451

ეს ყველაფერი რაგბის დაუღალავი ენთუზიასტის და ჟურნალისტის, ლევან ჯობავას დამსახურებაა, რომელმაც შარშან წამოიწყო უპრენცენდენტო პროექტი – ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში. ამ დროს ლევანი თავის თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს მთის სოფლებში ჩადიოდა, ჩაქონდა ადგილობრივი ბავშვებისთვის ბურთები, ელემენტარული სარაგბო ატრიბუკიტა “წამლავდა” მათ რაგბით.

მოგვიანებით პროექტს უფრო ფართო სახე მიეცა და #რაგბიაქაურობას დაერქვა. ამ პროექტის ფარგლებში გაიცნეს ირაკლიმ და ლევანმა ერთმანეთი. აღსანიშნავია, რომ ირაკლის მწვრთნელთა პირველი დონის ლიცენზია აქვს. ლევანის და ირაკლი შრომით, საქართველოს რაგბის კავშირის თანადგომით, საზოგადოებრივი მაუწყებლის და გადაცემა რეალური სივრცის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის #He4She, ორგანიზაცია ჩვენ • Chven კაცები ძალადობის წინააღდეგ და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დახმარებით ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი!

FB_IMG_1460585149531

FB_IMG_1460585164456

FB_IMG_1460585180425 

წარმატებებს ვუსურვებთ რაგბის კლუბ უშბას, ირაკლი ნარსავიძეს და ლევან ჯობავას

#რაგბიჩვენითამაშია
#რაგბისვანეთს

წყარო rugby.ge

FB_IMG_1460585227349