fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკი ვერიაში: 19 წლის ბიჭმა საკუთარი 15 წლის ძმა დანით დაჭრა

15 წლის ბიჭი საავადმყოფოშია მოთავსებული – ორ ძმას შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და კონტროლის დაკარგვა მოჰყვა.

ვერიას მოსახლეობა მომხდარით შოკშია.

ყველაფერი გუშინ შუა ღამისას მოხდა, როდესაც 15 და 19 წლის ბიჭები სახლში იყვნენ და კამათობდნენ. Thestival.gr-ის ინფორმაციით, 19 წლის მოზარდმა ძმას დანით ჭრილობები მიაყენა, ძირითადად ყელის არეში.

ბავშვი მშობლებმა ვერიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად ბიჭი ძმის დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა, თუმცა, მოგვიანებით მისი ვინაობა გამომჟღავნდა და პოლიციამ ის დააკავა.

15 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ