fbpx
საზოგადოება

19 წლის ბერძენს მოტოციკლით “გასეირნება” 10,000 ევრო დაუჯდა

19 წლის ახალგაზრდა, რომელიც ლამიის ქუჩებში მცირე ზომის მოტოციკლით უკონტროლოდ მოძრაობდა, პოლიციამ უამრავი მცდელობის შემდეგ დააკავა. მას ახალგაზრდული თავქარიანობა 10, 000 ევრო დაუჯდება.

ბიჭი პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით, 08:30 საათზე, მშობლებთან და ადვოკატთან ერთად გადაიყვანეს.

მას პოლიცია, ფაქტობრივად, პოლიცია დასდევდა, თავად კი მათი ხელიდან დასხლტომას ცდილობდა. პოლიციის ოფიცრების განცხადებით, მის სახელზე 29 ავტოსაგზაო დარღვევაა დაფიქსირებული და აღსანიშნავია ის, რომ აქედან ბევრი მათგანი სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას მოიცავს.

მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, რომელიც გულისხმობს შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას და სხვისი სიცოცხლის საფრხეში ჩაგდებას.

19 წლის ახალგაზრდის ოჯახს მისი კანონდარღვევების გამო 10, 000 ევროს გადახდა მოუწევს.

onalem

ტესტ