“19 მილიონი არასოდეს მქონია” – ცოხაძოპულოს საჩივარი ცილისწამებისთვის

აკის ცოხაძოპულო კონტრშეტევას გეგმავს გაზეთის რედაქციის წინააღმდეგ, შაბათს გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვით, ყოფილი მინისტრის სახლში 19 მილიონი ევრო იპოვეს.

მას შემდეგ რაც პოლიციამ დაამტკიცა, რომ მას არ ჰქონია აღნიშნული რაოდენობის თანხა საცხოვრებელ სახლში “დამალული”, აკი ცოხაძოპულომ თქვა, რომ იგი აუცილებლად შეიტანს სარჩელს და ცილისმწამებელს მართლმსაჯულების გზით აზღვევინებს.

მისი განცხადება დეტალურად ასე ჟღერს:

“გუშინ, გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ათენის პოლიციამ და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩემს საცხოვრებელ სახლში, პალეო ფსიხიკოში ინახებოდა 19 მილიონი ევრო. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გაზეთის იაფფასიანი ცილისმწამებლები აუცილებლად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე.

ეს ცილისწამება, რა თქმა უნდა, გამიზნული იყო და შემთხვევით არ მომხდარა. მათ იციან, რომ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩემს აპელაციაზე და მიაჩნიათ, რომ ასეთი ვულგარული გზით ისინი ზემოქმედებას მოახდენენ მოსამართლეზე განაჩენის გამოტანის დროს. ისინი მზად არიან სწრაფად შესთავაზონ სამსახური სხვადასხვა “ცენტრებს”, რომლებიც ჩემი სრული განადგურებისთვის მუშაობენ.

საზოგადოებამ საბოლოოდ შეაქცია ზურგი ასეთი სტილის თამაშებს, რადგან უკვე ყველამ იცის, რა ინტერესებს ემსახურებიან ისინი…”

melano

ტესტ