fbpx
ემიგრაციული სიახლეები

19 მაისს ათენში საქართველოს 1918-1921 წლების ისტორიული მოვლენების ფოტოების გამოფენა გაიხსნება

ძვირფასო თანამემამულეებო გაცნობებთ რომ, სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 მაისს, ათენში აწყობს, პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოების გამოფენას.

თითოეული ფოტოს ქვემოთ ბერძნულ და ქართულ ენებზე განთავსებული იქნება საინფორმაციო ბანერები, რომლებზე აღნიშნული ტექსტებითიც დამთვალიერებელს გამოსახულ მოვლენათა და ისტორიულ პირთა შესახებ მოუთხრობს. გამოფენას დაესწრებიან ემიგრანტები, საპატიო თანამემამულეები, სტუდენტები, დიასპორული ორგანიზაციის წევრები , პროფესორები და საქართველოს ბერძენი მეგობრები.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სტუმრებს დაურიდგებათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ბროშურები. გამოფენასთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების მსურველებს და დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და შეიტანოთ თქვენი წვლილი ღონისძიების მოწყობაში. მის: ათენი, ახარნონი, აღრინიუს ქ. N 34 საკონტაქტო ნომერი: 6944983155.

onalem

ტესტ