fbpx
მსოფლიო

19 დაღუპული და 60 დაშავებული – მანჩესტერში სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგი

19 დაღუპული და 60 დაშავებული. წუხელ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე აფეთქება მოხდა. სამართალდამცველებს ამ ფაქტისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ, თუმცა მომხდარი სავარაუდოდ ტერორისტული აქტი იყო. ვრელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია თვითმკვლელი ტერორისტი მამაკაცის ვერსიაზე მუშაობს.

აფეთქება ფოიეში კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც ხალხი ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტიდან გამოდიოდა.

ამჟამად სამართალდამცველებს გაძლიერებული აქვთ უსაფრთხოება მანჩესტერისვიქტორიას სადგურსა და ლონდონში. სოციალური ქსელებით კი თვითმხილველები აფეთქების შედეგად გამოწვეული პანიკის ამსახველ კადრებს ავრცელებენ. რიგითი მოქალაქეები Twitter-ზე თავისი ახლობლების ფოტოებს აქვეყნებენ, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.