fbpx
კრიმინალი

18 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, გათავისუფლებას ითხოვს

2018 წლის 26 თებერვალს პეტრუპოლში ნაგვის ურნაში ჩაგდებული ჩვილის ამბავმა ყველა შეძრა. ახლა, ეს საქმე, კვლავ ხელახლა წამოიჭრა, რადგან ახალშობილის დედა გათავისუფლებას ითხოვს.

განცხადება, 18 წლის გოგონას გათავისუფლებაზე, მისმა ადვოკატმა შეიტანა.

“ჩვილი ფსიქიკური ავადმყოფობის დროს მოვკალი, რომელიც მშობიარობის დროს დამემართა,” – განაცხადა გოგონამ.

“არასდროს მითხოვია, რომ ბრალდებებისგან გავთავისუფლებულიყავი ან განაჩენისთვის თავი ამერიდებინა. ფსიქიკური პრობლემების გამო, არანაირ წინააღმდეგობას არ ვუწევდი ჩემ მიმართ გაჟღერებულ არცერთ ბრალდებას და ყველაფერს უსიტყვოდ ვიღებდი,” – ამტკიცებს მოკლული ჩვილის დედა.

გასულ თებერვალს, 18 წლის გოგონამ აღიარა, რომ ჩვილი აბაზანაში გააჩინა თავისი დედის დახმარებით. შემდეგ, მათ ჩვილს ნაჭრები ჩაუდეს პირში და ჭიპლარით მოგუდეს. ამის მერე, გოგონას 54 წლის დედამ ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო.

მაისიდან მოყოლებული, 18 წლის გოგონა ელეონას ციხეში იხდის სასჯელს. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი, სავარაუდოდ, კვლავ ჩაიდენდა მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულს. საინტერესოა, რას გადაწყვეტენ ამჯერად და გაათავისუფლებენ თუ არა საკუთარი შვილის მკვლელ დედას.

 

onalem

ტესტ