fbpx
კრიმინალი

18 თვის ბავშვი ნახევრად კომაშია – მამინაცვალი მას ნარკოტიკებს ასმევდა

18 თვის ბავშვი ლამიას საავადმყოფოში ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა. მიზეზი კი ნარკოტიკები იყო, რომელსაც მისი მამინაცვალი იმისთვის ასმევდა, რომ გაეჩუმებინა. ლამიიდან ის ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მისი მდგომარეობა უარესდებოდა.

ბავშვის დედა და ბებია ამტკიცებენ, რომ მას ნარკოტიკებს 23 წლის მამაკაცი ასმევდა, რომელიც დედის პარტნიორი იყო.

მამაკაცი ნარკოტიკების მომხმარებელია.

პოლიციამ ავლაკში მდებარე სახლში, რომელშიც წყვილი ცხოვრობდა, რამდენიმე სახის კარგად შეფუთული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა. ექიმებმა ბავშვის სისხლში სწორედ სახლში ნაპოვნი ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

არსებობს რამდენიმე ვერსია მამაკაცთან დაკავშირებით. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ბავშვის ბიოლოგიური მამაა, ხოლო სხვა ვერსიით, მას ორი სხვა ბიოლოგიური შვილი ჰყავს, 3,5 და 2,5 წლის.

დედამ პოლიცია გამოიძახა, რადგან ბავშვი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 23 წლის მამაკაცმა ტაბლეტი მისცა, რათა დაემშვიდებინა.

ნარკოტიკები მას ისეთ ადგილას ჰქონდა დამალული, რომ ბავშვისთვის მოიწვდომელი იყო.

ბავშვის დედა ბოშური წარმომავლობისაა.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბოშების საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს.

onalem

ტესტ