fbpx
კრიმინალი

17 წლის ბიჭი, რომელმაც მკვლელობა გადაიღო, 2016 წელს სხვა მამაკაცის მკვლელობაშიც მონაწილეობდა

ეგიოში მომხდარმა მკვლელობამ და მკვლელობის გარემოებებმა საზოგადოება შეძრა. გარდა იმისა, რომ 17 წლის არასრულწლოვანმა 31 წლის მამაკაცი უროს ჩარტყმით სასტიკად მოკლა, მან ეს ყველაფერი კამერით გადაიღო.

17 წლის ბიჭი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო 31 წლის მამაკაცი ავღანელი იყო. საზარელი დანაშაული მან მობილური ტელეფონით გადაიღო, რამაც კიდევ ერთ საქმეს ახადა ფარდა.

პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი ის პირია, რომელიც 2016 წელს ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. მაშინ პატრასში, ერთ-ერთ ქარხანაში მიგრანტი მოკლეს.

ასევე ვარაუდობენ, რომ 17 წლის რუმინელს ე.წ. “სიკვდილის კონტრაქტი” ჰქონდა და 31 წლის ავღანელი მამაკაცის მკვლელობა ვიდეოთი იმიტომ გადაიღო, რომ ეს ყველაფერი დაედასტურებინა.

მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ იმ მომენტისთვის ის ნასვამ მდგომარეობაში იყო და ავღანელი 1, 500 ევროს გამო მოკლა, რომელიც მას მართებდა და არ უბრუნებდა.

ის არ ხსნის, თუ რატომ აღბეჭდა დანაშაული კამერაზე.

onalem

ტესტ