fbpx
საზოგადოება

“15 წლის ასაკში მშობლების სიმკაცრის გამო დავქორწინდი” – ხრისტინა პაპა

ხრისტინა პაპამ გაამხილა, თუ რატომ დაქორწინდა ზედმეტად ადრეულ ასაკში. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მკაცრი მშობლები ჰყავდა და უნდოდა ამ გზით მათგან თავი დაეღწია. ფიქრობდა, რომ თუ დაქორწინდებოდა, მისი ცხოვრება მარტივი გახდებოდა.

– იყო შენი ბავშვობა ბედნიერი და უდარდელი?

15 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, ხოლო 16 წლისას შვილი შემეძინა. პატარაობიდან ვიტანჯებოდი, მაგრამ ეს უკვე კარგი ტანჯვა იყო, რადგან ჩემი შვილი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი.

– რატომ დაოჯახდი ასე ადრე?

სახლში საშინელ შევიწროვებას განვიცდიდი. დედაჩემი მკაცრი ქალი იყო, ხოლო მამაჩემი მასზე ორჯერ მკაცრი. როცა ის ამერიკიდან ჩვენს სანახავად ჩამოვიდა, მისი მეშინოდა. ერთხელ საშინელი გზით დამსაჯა, რადგან სახლში გვიან დავბრუნდი. მან თმა ამპარსა! ამიტომ, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რომ თინეიჯერობისას, როცა ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი, სახლიდან გაქცევა მომინდა და ეს გავაკეთე კიდეც. ვხედავდი, რომ ეს მათგან წასვლის ერთადერთი გზა იყო. მე 15 წლის ვიყავი, ის 19 წლის. დავქორწინდით და ათენში წავედით. შვილიც შეძენიდან 1 წელიწადში დავშორდით,” გაამხილა მსახიობმა.

onalem

ტესტ