fbpx
კულტურასაზოგადოება

“არ მიესალმოთ ბერძნებს ხელის აწევით” – რა უცნაური ტრადიციები გვხვდება საბერძნეთში?!

საბერძნეთის შესახებ უამრავი ფაქტის გაგება შეგიძლიათ Google-ს, წიგნის ან ტურისტული სახელმძღვანელოს მეშვეობით. თუმცა, ამ ქვეყანაში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო და უჩვეულო რამ ხდება. გთავაზობთ 15 უცნაურ ფაქტს საბერძნეთის შესახებ, რომელსაც ვერც სკოლაში ისწავლით და ვერც რომელიმე სახელმძღვანელოში შეხვდებით.

  1. ბერძნები ზედმეტად ცრუმორწმუნეები არიან. ერთ-ერთი ცრურწმენა, რომლისაც თითქმის ყველა ბერძენს სჯერა, ბოროტი თვალია, ე.წ. “მატი”. იგი სხვა ადამიანისგან გადმოგეცემა შურისა და ბოროტების ნიადაგზე. თუ თქვენ ბოროტი თვალი გაქვთ, უნდა იპოვოთ ვინმე, ვინც ბოროტი ენერგიის გასანადგურებელ ცერემონიას შეასრულებს.
  2. შეფურთხება ძალიან პოპულარულია საბერძნეთში და ხშირად ნახავთ ძველი ყაიდის ბებიებს, რომლებიც თავიანთ შვილიშვილებს აფურთხებენ. უხსოვარი დროიდან მიიჩნევა, რომ ასეთი საქციელი ბოროტს აფრთხობს და მის ენერგიას აშორებს ადამიანს.
  3. ბერძნები ერთმანეთისგან მცენარეებს იპარავენ, რადგან სჯერათ, რომ მცენარე ან ყვავილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხარებს, როდესაც იგი მოპარულია. ამიტომ ბერძნები ერთმანეთს აქეზებენ და სთხოვენ, რომ ერთმანეთის მცენარეები მოიპარონ.
  4. ბერძნებს პურის “ღვთიურობის” სჯერათ, რადგან სწამთ, რომ იგი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი. ამიტომაც, განსაკუთრებით სოფელში მცხოვრები ბერძნები არასდროს ყრიან პურს, რადგან ეს უიღბლობის ნიშანია. პურის ნარჩენებს ისინი შინაურ ცხოველებს აჭმევენ. ბერძნებს ასევე, სჯერათ, რომ თუ ახალგაზრდა გოგონა პურის განაპირა ნაჭერს შეჭამს, იგი მომავალ დედამთილს მოეწონება.
  5. კლასიკური მისალმება – ხელის აწევა, როცა ხელისგული სხვისკენ გაქვს მიშვერილი, ბერძნებისთვის ცუდ ტონად ითვლება. თუ გსურთ ბერძენს მიესალმოთ, სჯობს, ტრადიციულად, გადაკოცნის გზით გააკეთოთ ეს.
  6. დანის ხელიდან ხელში გადაცემა ბერძნებისთვის ყოვლად მიუღებელია. სიმბოლურად, დანა უნდა დადოთ მაგიდაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აიღოს იგი სხვამ.
  7. ბერძნების რწმენით, მარილს “სასწაულების” მოხდენა შეუძლია. თუ გსურთ არასასურველი სტუმრის თავიდან მოშორება, ცოტა მარილი უნდა დაყაროთ მის ზურგს უკან. მარილის “ძალა” აიძულებს სტუმარს, რომ თქვენი სახლი დატოვოს.
  8. საბერძნეთი ზღვის ღრუბლის უმსხვილესი მწარმოებელია. კუნძული კალიმნოსი ცნობილია ზღვის ულამაზესი, ბუნებრივი ღრუბლებით. ხალხი სპეციალურად ყვინთავს ზღვაში მათ მოსაპოვებლად.
  9. აღდგომა საბერძნეთში დიდ ზეიმთან ასოცირდება. თუმცა, არის მასთან დაკავშირებული ერთი უცნაური ტრადიცია, რომლის მიხედვით, მარილის, კვერცხის და პურის გატანა სახლიდან, მზის ჩასვლის შემდეგ აკრძალულია.
  10. 18 წლის ზემოთ ყველა ბერძენს აქვს ხმის მიცემის უფლება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე. თუმცა, ამის მიუხედავად, როცა საქმე არჩევნებს ეხება, ბევრი ბერძენი არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
  11. უძველესი რწმენის მიხედვით, ლურჯი ფერის სახურავი არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ, ბოროტებას არიდებს თავიდან.
  12. ბერძენთან სახლში ან თუნდაც კაფეში მხოლოდ ბერძნული ყავა უნდა მოითხოვოთ. რადგან მათ ძალიან უყვართ თავიანთი ყავა და ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიაჩნიათ.
  13. ბერძნები ოჯახის წევრის სიკვდილის შემდეგ შავი ფერის ტანსაცმელს იცვამენ 1 წლით. ზოგიერთი ქვრივი კი, მთელი დარჩენილი ცხოვრება ატარებს შავებს.
  14. ბერძნებისთვის წმინდანების მოხსენიების დღეები საკუთარ დაბადების დღეებზე მეტად მნიშვნელოვანია.
  15. ყოველწლიურად, საბერძნეთი ტურისტულ რეკორდებს ხსნის… იგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 1 მოქალაქეზე 2 ტურისტი მოდის და მათი რაოდენობა 2-ჯერ აღემატება მოსახლეობის ოდენობას.

onalem

ტესტ