14 წლის მეთუნე იმერეთიდან – video

ლაშა მხოლოდ 14 წლისაა და მიუხედავად იმის,რომ მის სოფელში წლების წინ ყველა ამ პროფესიის იყო, ახლა იგი ერთადერთი და სახელგანთქმული მეთუნეა. ხელობა ბაბუამ ასწავლა და მანაც ტრადიციის გაგრძელება მოისურვა.13 წლის ასაკში პირველად მოჭრა კრამიტი და ბაბუას დაპირდა,რომ თავის შვილსაც გაუზიარებდა ამ ცოდნას.სოფელ ბოსლევში თითქმის ყველა სახლი წითელი კრამიტითაა აგებული.ლაშასთვის ყველაზე საინტერესო თიხის მოპოვებაა.თუ ჩათვლის,რომ მისგან კარგი კრამიტი გამოვა,შემდეგ აგრძელებს გულმოდგინე მუშაობას.მან თანამოაზრეებიც იპოვა, ცდილობს თანატოლებსაც ასწავლოს და სრულიად უფასოდ უტარებს გაკვეთილებს.ამის შემდეგ დარჩენილ დროს ბაბუის საშენებელ სახელოსნოში ატარებს.დღეში 150-მდე კრამიტს ჭრის.თავდაპირველად სოფელში კამიტის ყიდვას უნდობლობის გამო ერიდებოდნენ,რადგან ლაშა მხოლოდ 13 წლის იყო..თუმცა ლაშამ დაიმსახურა მათი ნდობა და ხანდახან,თუკი ვინმეს ყიდვა არ შეუძლია, უფასოდ ჩუქნის მათ.ლაშას მიზანი სოფელში ძველი ტრადიციის აღდგენაა და ფიქრობს,რომ ეს ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს.