fbpx
საზოგადოება

14 წლის გოგონა ათენის მარათონზე, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება

მან მთელი საბერძნეთის გული მოიგო. 14 წლის გოგონამ რეთიმნოდან, რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, ოცნება აიხდინა და ათენის 36-ე მარათონში მიიღო მონაწილეობა.

მარიანა ავგუსტაკიმ ფინიშის ხაზი გადაკვეთა, რაშიც თავისი მეგობარი დაეხმარა და სავარძლიდან წამოაყენა. მან მათთან ერთად მთელი 42 კილომეტრი იარა.

ფინიშთან მიახლოვებისას მას დიდი ტაშით შეეგებნენ, რადგან მიუხედავად დაღლილობისა, მან შეძლო და ეს მანძილი გაიარა, რათა საბოლოო წერტილამდე მიეღწია.

სოციალური მედია მოიცვა ვიდეოებმა და მისი შეუპოვრობა სამაგალითოდ იქცა.

https://www.facebook.com/tromaktiko/videos/1240133089483882/

onalem

ტესტ