132 ძარცვისთვის საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება დააკავა – Georgians.gr

132 ძარცვისთვის საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 12 წევრი, 7 კი იდენტიფიცირებულია, როგორც საქმეში მონაწილე პირი, თუმცა, მათი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მათ ბრალად ედებათ დასავლეთ ატიკაში ჩადენილი 132 შეიარაღებული ძარცვა და ქურდობა. ისინი იოანინაში, აგრინიოსა და ვონიცაში დააკავეს.

კრიმინალური ორგანიზციის წევრები გარდა ქურდობისა, ათეთრებდნენ ფულს და უკანონოდ ფლობდნენ დიდი რაოდენობით იარაღს. მათი ლიდერი 36 წლის მამაკაცია. 132 ძარცვიდან მათ მიერ მიღებული ნადავლის საერთო რაოდენობა 140, 000 ევროა. ჩამორთმეულია ძვირფასეულობა, 23 ტელეფონი და 3 მანქანა.

ინფორმაცია მათ ეროვნებასთან დაკავშრებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

melano

ტესტ