fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 13,000 ონკოლოგიური პაციენტი რადიოთერაპიის გარეშე – სად არის მათთვის განკუთვნილი თანხა?

საჯარო საავადმყოფოების მოხელეთა ფედერაციის (POEDIN) კვლევით, ჯანდაცვის სფეროში არსებობს სერიოზული ხარვეზები ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით.

ფედერაცია აცხადებს, რომ ყოველ წელს 13,000 პაციენტი რჩება თერაპიის გარეშე, რაც გამოწვეულია შესაბამისი ტექნიკის არარსებობით. საჭიროა დაახლოებით 50 დანადგარი, რომელთა ღირებულებაც 100 მილიონი ევროა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კიბოთი დაავადებული მრავალი პაციენტი გადარჩეს და ზოგიერთი მათგანის სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს.

ისმის კითხვა, ”სად არის ფული, რომელიც აღნიშნული პაციენტებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი?”

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ პაციენტები 4 თვის მანძილზე ელოდებიან რადიოთერაპიას. საბერძნეთში ყოველ წელს 50,000-მდე კიბოთი დაავადებული ადამიანია. აქედან კი 35,000 რადიოთერაპიას საჭიროებს.

იმის გამო, რომ არ არსებობს ტექნიკა და ეკონომიკური კრიზისის გამო, არც თანხა მათ შესაძენად, ყოველ წელს მხოლოდ 22,000 პაციენტი იკეთებს რადიოთერაპიის პროცედურებს.

ტექნიკა, რომელიც ამჟამად არსებობს 45 წლის წინანდელია. საავადმყოფოებს არ გააჩნიათ მინიმალური თანხებიც კი, რათა განაახლონ აპარატურა პაციენტთა უკეთესი მკურნალობისთვის.

onalem

ტესტ