fbpx
კრიმინალი

13 წლის ბავშვები კრიმინალურ დაჯგუფებაში იყვნენ ჩაბმული, რომელიც მაღაზიებს ძარცვავდა

კავალაში მომხდარი ჯგუფური ძარცვების ორი მონაწილე 13 წლის მოზარდი აღმოჩნდა.

შაბათიდან მოყოლებული ხუთშაბათამდე, ქალაქში მაღაზიების ძარცვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციამ დაადგინა 5 დამნაშავის ვინაობა, რომელთაგან ყველა ბერძენია: 20 წლის, ორი 18 წლის და ორიც 13 წლის მოზარდები.

ოთხი მათგანი პოლიციამ უკვე დააკავა, ხოლო ერთ-ერთ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. სამართალდამცავებმა მოპარული თანხის ნაწილი და იარაღები ამოიღეს, რომლებსაც დამნაშავეები ძარცვის დროს იყენებდნენ. ასევე, ნაპოვნია ავტომობილიც, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

ოთხივე ახალგაზრდა კავალას პირველი ინსტანციის პროკურატურაში მიიყვანეს, რომლებსაც ქურდობის ბრალდება წაუყენეს.

ორი მცირეწლოვანი ბიჭის მშობლებს კი, ბრალად ედება უყურადღებობის გამოჩენა. ამავდროულად, გრძელდება სხვა ძარცვების შესწავლა-გამოძიება და პოლიცია განიხილავს მათ შესაძლო დაკავშირებას ამ კონკრეტულ საქმესთან.

onalem

ტესტ