13 გარდაცვლილი და 510 დაშავებული ადამიანი ატიკის გზაზე

საშინელმა შემთხვევამ, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საზოგადოებამ დაიწყო მსჯელობა, თუ რა არის ამდენი სიკვდილისა და ავარიის მიზეზი, რომლებიც გზებზე ხდება. სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია: მხოლოდ თებერვალში, ატიკის რეგიონში დაფიქსირდა 432 ავარია. აქედან გარდაცვლილია 13 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა საერთო რიცხვი 510-ია. სერიოზული დაზიანებები აღენიშნება 12 ადამიანს.

უბედური შემთხვევების მთავარი მიზეზებია: უყურადღებობა, შლემების გამოუენებლობა და მოძაობის ძირითადი წესების დარღვევა, როგორც მძღოლების, ასევე ქვეითად მოსიარულეების მიერ.

ატიკის საგზაო პოლიციის დეპარტამენტმა დააფიქსირა 27.792 დარღვევა, რომელთაგან 886-ზე მეტი სერიოზულია.

მათი რიგი ასე გამოიყურება:

924 – ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა.

2324 – სიჩქარის გადაჭარბება.

637 – შუქნიშნის წესების დარღვევა.

1493 – მობილურ ტელეფონზე საუბარი.

801 – ღვედის გამოუყენებლობა.

1546 – შლემის გამოუყენებლობა.

melano

ტესტ