fbpx
საბერძნეთი

13 და 16 ნოემბერი: გაფიცვის განრიგი ათენში!

წარმოგიდგენთ 13 და 16 ნოემბრის გაფიცვების განრიგს ათენში!

13 ნოემბერი, ორშაბათი:

მეტრო არ იმუშავებს სამუშაო საათების დაწყებიდან 09:00 საათამდე!

ელექტრო მატარებელი (ტრენო) არ იმუშავებს დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე!

ასევე არ იმუშავებს დუკისის პლაკენტიადან აეროპორტისკენ მიმავალი მეტროს ხაზი (პროასტიაკო) 10:00 საათიდან 13:00 საათამდე!

13 ნოემბერს ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრასნპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

მეტროს თანამშრომლები პრივატიზაციის საკითხს აპროტესტებენ, ხოლო ელექტრო მატარებლის თანამშრომლები გაუმართავ სისტემას. ახლო წარსულში არასაკმარისი აპარატურისა და გვირაბებში სინათლის ნაკლებობის გამო მათი ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. მათი მოთხოვნაა გამოსწორდეს აღნიშნული ხარვეზები, რათა იგივე არ განმეორდეს.

რაც შეეხება 16 ნოემბერს, ხუთშაბათს:

მეტრო არ იმუშავებს 24 საათის მანძილზე!

ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ