fbpx
კრიმინალი

12 წლის ბერძენი, რომელიც ახაიაში სახლებს “აცარიელებდა”!

საბერძნეთის პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ბერძენი აიყვანა, რომელიც ახაიაში სახლებს მოხერხებულად ძარცვავდა. ერთი მაგთგანი 17 წლის არის, ხოლო მეორეს 12 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა.

სამართალდამცავები მის ასაკთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

როგორც ცნობილია, არც პოლიციას და არც გაძარცვული სახლის მფლობელებს არ სჯეროდათ, რომ აღნიშნული დანაშაულები არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

ისინი ერთსა და იმავე ღამეს დააკავეს. მოზარდების მიერ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 5, 000 ევროა.

მათთან ერთად დააკავეს მათი დედებიც, რომელთაც შვილების მიმართ გამოჩენილ უყურადღებობაში ედებათ ბრალი.

17 წლის ბერძენი პატრას ზედამხედველობის დეპარტამენტში დარჩება მანამდე, ვიდრე ის დანაშაულს აღიარებს, ხოლო 12 წლის მოზარდი ასაკის გამო ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

onalem

ტესტ