fbpx
კრიმინალი

11 წლის ბიჭების გამტაცებელს კვიპროსის სასამართლო ახალ ბრალდებებს უყენებს

კვიპროსზე 25 სექტემბერს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს შედგა. საუბარია ორ 11 წლის ბიჭზე, რომელიც მამაკაცმა სკოლიდან მოტყუებით გაიტაცა. ცნობილი გახდა, რომ მას მხოლოდ ბავშვების გატაცებაში არ ედება ბრალი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალს წაუყენებენ დანაშაულის ოთხ კატეგორიაში, ორი მათგანი კი ბავშვების გატაცება და მათთვის ნარკოტიკული საშუალებების მიცემაა. ბოლო ბრალდებას 35 წლის კვიპროსელი სრულიად უარყოფს.

გამომდინარე აქედან მომდევნო სასამართლო პროცესები დანიშნულია 16, 17 და 18 იანვარს, რომელზეც განიხილება აღნიშნული უარყოფილი ბრალდებები.

35 წლის მამაკაცი პროცესების გამართვამდე ცენტრალურ ციხეში იჯდება.

onalem

ტესტ