fbpx
კრიმინალისაზოგადოება

11 წლის ბერძენი ბიჭები იპოვეს – დაკავებულია მათი გამტაცებელი მამაკაცი

ორი 11 წლის ბერძენი ბიჭის გატაცების ამბავი კარგად დასრულდა. კვიპროსის ხელისუფლებამ, კერძოდ კი, განათლების მინისტრმა, მათ მშობლებს შეატყობინა, რომ ისინი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმ სკოლასთან ახლოს იყვნენ, საიდანაც გაიტაცეს.

გამტაცებელი ახლა პოლიციის ხელშია. ის კვიპროსის მოქალაქეა და ერთ-ერთ ბინაში იპოვეს, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ კორპუსის სხვა მაცხოვრებელმა განაცხადა. ის დააკავეს და მალე დაკითხავენ. პოლიციის ინფორმაციით, ის 35 წლის მამაკაცია, თუმცა, გამოიყურებოდა, როგორც უფრო დიდი ასაკის, რათა ბავშვების ნდობა მოეპოვებინა.

არ ფიქსირდება მის მიერ აქამდე ჩადენილი რაიმე კანონდარღვევა. როგორც ცნობილია, ბავშვებს ის მასწავლებლად გაეცნო, ხოლო შემდეგ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა.

მეზობლების განცხადებით, გამტაცებელი ხშირად ცვლიდა მანქანის ნომრებს.

ბავშვები საბერძნეთის მოქალაქეები არიან. მათი მშობლები კი ლარნაკას საავადმყოფოსი ექიმად და ექთნად, ერთად მუშაობენ.

კვიპროსის პოლიცია იუწყება, რომ ბავშვები უვნებლები არიან.

onalem

ტესტ