fbpx
მსოფლიო

11 ქურდობა 11 დღეში – ავსტრიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი ადგილობრივ ციხეშია გადაყვანილი, მეორე კი საქართველოში გამოაძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება Region News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს 27 და 28 წლის მოქალაქეებმა, მხოლოდ 11 დღეში – 2018 წლის 25 იანვრიდან 6 თებერვლამდე – 11-ჯერ იქურდეს. მათი ძირითადი სამიზნე ტექნიკისა და ტანსაცმლიების მაღაზიები იყო. სამართალდამცავებმა ამოიღეს 2800 ევროს ნაქურდალი, რომელსაც მეპატრონეებს დაუბრუნებენ.

საქართველოს მოქალაქეები ქურდობისას გადაადგილდებოდნენ ყალბი გერმანული ნომრების მქონე ავტომობილით, ასევე, ერთ-ერთ მათგანს ქართული ყალბი მართვის მოწმობა ჰქონდა.