fbpx
საზოგადოება

11 აპლიკაცია, რომელიც საბერძნეთში ყოფნის დროს ყველაზე მეტად დაგეხმარებათ

ათენი ერთ-ერთი დიდი ქალაქია, სადაც ახლად ჩამოსულებს ან სულაც მათ, ვინც რამდენიმე წელია აქ ცხოვრობს ნამდვილად სჭირდებათ გარკვეული დახმარება, რის საშუალებასაც დღეს ინტერნეტი უხვად გვაძლევს. ჩვენ ხშირად გვიწევს ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ზუსტად არ ვიცით, როგორ მივიდეთ ან გვჭირდება ბინა კონკრეტულ მომენტში, რომელსაც დაბალ ფასად ვიქირავებთ.

ქვემოთ ჩამოთვლილია 11 აპლიკაცია, რომელიც ათენში მოგზაურობის ან ცხოვრებისას უდაოდ დიდ სამსახურს გაგიწევთ:

  1. ATH Airport – აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად შეამოწმოთ თქვენი ან ნებისმიერი სხვა ფრენის ზუსტი დრო, ასევე მიიღოთ ინფორმაცია ამინდის და სუვენირების შესახებ, რომელიც აეროპორტში იყიდება.
  2.  Google Maps Greece დაგეხმარებათ მარტივად გადაადგილდეთ ქალაქში და მიაგნოთ ღირშესანიშნაობებს, რომელთა ნახვის გარეშეც, საბერძნეთის დატოვება არ ღირს.
  3. OASA Telematics  – პროგრამა, რომლის საშუალებითაც ზუსტად გაიგებთ, თუ რომელ გაჩერებაზე, რომელი ავტობუსი/ტროლეიბუსი, რამდენ წუთში მოვა.
  4. TfA Tickets – აპლიკაციის საშუალებით ზუსტად გაიგებთ, თუ რომელ ტრანსპორტში რომელი ბილეთი უნდა გამოიყენოთ.
  5. Greek Gods Free – ეს არის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ მითოლოგიური ღმერთების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. თუკი სტუმრობთ ისეთ ისტორიულ ქალაქს, როგორიც ათენია, მაშინ ეს თქვენთვისაა.
  6. Taxibeat – თუკი გჭირდებათ ტაქსი, ეს პროგრამა დაგეხმარებათ იპოვოთ ის ყველაზე ახლოს იმ ადგილთან, სადაც თქვენ იმყოფებით.
  7. AthensBook – აქ არის ინფრომაცია ყველაფერზე, რაც კი შეიძლება გაინტერესებდეთ: საუკეთესო კაფეები, აფთიაქები, შოპინგი და სხვ.
  8. AirBnB – აპლიკაცია იმისთვის, რომ იქირავოთ ბინა, ოთახი ხელსაყრელ ფასად და სასურველ ადგილას
  9. Vodafone Explore Greece – აპლიკაცია გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც უკავშირდება კულტურულ, მუსიკალურ და სხვა საინტერესო მოვლენებს, თქვენი ათენში ყოფნის მომენტისთვის.
  10. Foursquare – პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია ბერძნებში, თუმცა, ტურისტებისთვის ნამდვილი “მისწრებაა.” ის დაგეხმარებათ იპოვოთ საუკეთესო რესტორანი თუ ტავერნა, ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად.
  11. Google Translate – ეს უბრალოდ იმისთვის, რომ ადგილობრივებს მარტივად გაესაუბროთ, თუკი ინგლისურ ენას არ ფლობთ ან ისინი არ ფლობენ, კონკრეტულ მომენტში.

    თითოეული აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ როგორც App Store-დან ასევე Play Store-დან, რომლებსაც თქვენი ტელეფონის მენიუში იპოვით.

onalem

ტესტ