fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ათწლიანი პატიმრობა ქალს, რომელმაც თავისი შვილის მკვლელი მოკლა

ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 43 წლის ქალს, რომელმაც 2012 წელს, თავისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი მოკლა. ეს ყველაფერი ეველპიდონის საგამოძიებო ოფისთან მოხდა.

ბრალდებული და მისი ძმა, მაშინ, დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.

მკვლელობა 2012 წლის 15 ოქტომბერს დილით, გამოძიების ოფისთან მოხდა. გამოძიება 43 წლის ქალის 19 წლის შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ახალგაზრდა 2011 წელს მოკლეს.

ქალმა ბრალდებულს ცეცხლი გაუხსნა და ათზე მეტი ტყვია ესროლა, რამაც იმსხვერპლა კიდეც 33 წლის მამაკაცი, ასევე დაიჭრა მისი ძმა.

დღეს სასამართლოში 43 წლის ქალი აცხადებს, რომ თავის საქციელს ნანობს და ბოდიშს იხდის. თუმცა მან თქვა: “როდესაც ის მოვკალი, თითქოს მომეშვა. 

იმ დღეს შევინიღბე, რომ ბრალდებულის ნათესავებს არ ვეცნე. მეშინოდა, რომ გაათავისუფლებდნენ. სულ დავცალე იარაღი ტყვიებისგან, რადგან მინდოდა მომკვდარიყო. როცა ვისროლე, ველოდი, რომ პოლიციელები მომკლავდნენ”,- განაცხადა ქალმა.

ბრალდებულის ფსიქიატრმა სასამართლოში განაცხადა, რომ ქალს აქვს შიზოაფექტური ფსიქოზი, რომლის გამოც ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობს. მისი ციხეში ყოფნა, ამჟამად, მის მდგომარეობას გააუარესებს.

“ერთადერთი, რასაც შეუძლია, რომ მისი მდგომარეობა გააუმჯობესოს, მისი ოჯახი “,– განაცხადა ფსიქიატრმა.

onalem

ტესტ