ქა­ლი, რო­მელ­მაც ფუ­ლით სავ­სე ქა­ღალ­დის პარ­კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა – 10 წე­ლი სამ­შობ­ლო­დან შორს

ქა­ლი, რო­მელ­მაც ფუ­ლით სავ­სე ქა­ღალ­დის პარ­კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა

ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი არაა სა­ჭი­რო. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ უცხო­ე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ირ­ჩი­ნა თა­ვი. ბუ­ნებ­რი­ვია, არც არა­ვის ეხა­ლი­სე­ბა მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი კე­რის მი­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ რო­ცა სხვა გზა არ ჩანს, ემიგ­რა­ცია უკ­ვე გა­ნა­ჩე­ნია! ზო­გა­დად, ემიგ­რან­ტე­ბი მა­შინ ახ­სენ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბია. ამ არ­ჩევ­ნე­ბით კი მათ­თ­ვის არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა. უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩე­მი ნაც­ნო­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი აღარც ელო­დე­ბი­ან მათ­და­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ­მა ლე­გა­ლურ­მა ემიგ­რან­ტ­მა მითხ­რა, რომ არ აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვ­ლას. ასე­ვე, ნიუ-იორ­კ­სა თუ ათენ­ში მყო­ფი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წილ­საც აღარ სურს, ხმა მის­ცეს პო­პუ­ლის­ტებ­სა და ყალბ დამ­პი­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ…

ამ­ჯე­რად ერთ “ა­მე­რი­კელ­ზე” მინ­და გე­სა­უბ­როთ. ის უპ­რე­ტენ­ზიო, უამ­ბი­ციო და წყნა­რი ადა­მი­ა­ნია. ლია ჰქვია, თუმ­ცა, ბავ­შ­ვო­ბი­დან კა­ი­ას ეძა­ხი­ან. მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თხელ გა­ხა­რე­ბია გუ­ლი ობოლს, უპო­ვარს, ავად­მ­ყოფს, ხნი­ერ­სა თუ ჩვილს! რამ­დენ­ჯერ­მე და­ჟი­ნე­ბით ვთხო­ვე, სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ეთხ­რო. ბო­ლოს, და­ვი­თან­ხ­მე და ასე­თი რამ მომ­წე­რა (გთა­ვა­ზობთ მცი­რე­დი შეს­წო­რე­ბით):
“ბა­ტო­ნო რო­ლანდ, თქვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევრს მოგ­ზა­უ­რობთ და თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბის შემ­ყუ­რე, თქვენ­თან ერ­თად მეც ვმოგ­ზა­უ­რობ­დი თით­ქოს… ვი­ფიქ­რე, ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩემ შე­სა­ხებ მო­მე­წე­რა. უფ­ლის ნე­ბით, ლა­მაზ, თბილ და მყუდ­რო ოჯახ­ში აღ­ვი­ზარ­დე. ჩვენს სახ­ლ­ში ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, სხვა­თა დახ­მა­რე­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, მხარ­ში დგო­მა და მო­ხუ­ცე­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­და. ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ლია მაღ­ლა­კე­ლი­ძეა, კაია კი ბა­ბუ­ას და­ურ­ქ­მე­ვია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ბა­ბუმ კარ­გი კო­დი თუ სტრა­ტე­გია ჩა­დო ამ სა­ხელ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცი იყო. სო­ფელ­ში მო­ხუ­ცე­ბის­გან გა­მი­გო­ნია, რომ ომის დროს ხორ­ბ­ლის საწყო­ბი ბა­ბუას ჩა­ა­ბა­რეს, რო­გორც ყვე­ლა­ზე პა­ტი­ო­სანს და ისიც, ისე ანა­წი­ლებ­და ხორ­ბალს, რომ ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლა. არა­და, თვი­თონ 5 შვილს ზრდი­და და რო­გორ სჭირ­დე­ბო­და, ალ­ბათ. დე­და­ჩე­მი ექი­მი იყო, მა­მა _ სამ­ხედ­რო პი­რი. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, შემ­თხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დი ხალხს, რომ­ლებ­საც დღემ­დე ახ­სოვთ ჩე­მი მშობ­ლე­ბის მხარ­ში დგო­მა. ეგე­ბა, ბა­ნა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს ვინ­მეს, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა.
სკო­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და იმ­დ­რო­ინ­დელ რამ­დე­ნი­მე პრიზს ვი­ნა­ხავ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით. სტუ­დენ­ტო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დი­ო­და. მე­სა­მე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­ცა ოჯა­ხი შევ­ქ­მე­ნი. მა­ლე ბავ­შ­ვი შე­მე­ძი­ნა, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ჩე­მი გეგ­მე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბა. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შევ­ძე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ვმუ­შა­ობ­დი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის საპ­რო­ექ­ტო ინ­ს­ტი­ტუ­ტის ბი­ო­ქი­მი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. გა­ნათ­ლე­ბით ქი­მი­კო­სი ვარ. შემ­დ­გომ მე­ო­რე ბავ­შ­ვი გაჩ­ნ­და… რო­გორც კი შევ­ძე­ლი, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ტა­ბახ­მე­ლის ბი­ო­ქი­მი­ურ კომ­ბი­ნატ­ში. აქე­დან იწყე­ბა უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში… მე და ჩე­მი მე­უღ­ლე დავ­შორ­დით 23-წლი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის შემ­დეგ. ამან გა­მო­იწ­ვია დი­დი რყე­ვე­ბი და აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ქუ­ჩა­ში, შვი­ლებ­თან ერ­თად… თავ­შე­სა­ფა­რიც არ მქონ­და. მო­ვა­ხერ­ხე და ბი­ნა ვი­ქი­რა­ვე. ჩე­მი დე­ბი, მე­გობ­რე­ბი მხარ­ში მედ­გ­ნენ, თო­რემ შიმ­ში­ლით გაგ­ვ­ძ­ვ­რე­ბო­და სუ­ლი! ხელ­ფასს 6 თვე­ში ერ­თხელ ვი­ღებ­დი, მგო­ნი, 150 ლა­რი იყო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა. მა­ლე ქი­რაც ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე და დამ შეგ­ვი­კედ­ლა მე და ჩე­მი უმ­ც­რო­სი შვი­ლი, უფ­რო­სი კი თა­ვი­სი მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და. ამის მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტე, სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ შვი­ლე­ბი გა­და­მერ­ჩი­ნა. ჩე­მი ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვ­ლა მარ­თ­ლა სას­წა­უ­ლი იყო. აქ არა­ვინ მყავ­და, ენის ბა­რი­ე­რი მქონ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე. 10 წე­ლი და 5 თვეა, რაც აქ ვარ. ვმუ­შა­ობ 12 სა­ა­თი. თვე­ში 2 დღე მაქვს დას­ვე­ნე­ბა. სა­ბუ­თე­ბი არ მაქვს წეს­რიგ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე შვი­ლე­ბიც არ მი­ნა­ხავს. ასე­თი შრო­მა დიდ ნე­ბის­ყო­ფას, ძა­ლის­ხ­მე­ვას და დიდ გამ­ძ­ლე­ო­ბას მო­ითხოვს… თით­ქ­მის ყვე­ლა დღე ერ­თ­ნა­ი­რია. ცხოვ­რობ 94-97 წლის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით. ყვე­ლა დე­ტალ­ზე არც ღირს სა­უ­ბა­რი. ასეთ ყო­ფას ვიმ­სუ­ბუ­ქებ სხვა­თა დახ­მა­რე­ბით. თქვენც იცით ჯგუ­ფი “ექ­ს­პ­რომ­ტი”, მე კი მათ გარ­და, სხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ჯგუ­ფებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ. დი­დი ხნის წინ გა­დაწყ­და ტაძ­რის შე­ძე­ნა. შე­სა­წი­რი რომ დავ­დე, ღა­მე არ მე­ძი­ნა… ასეა ცხოვ­რე­ბა: ტაძ­რის შე­ნე­ბი­დან ემიგ­რან­ტე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბამ­დე, სამ­წუ­ხა­როდ…
გა­ნა ვტრა­ბა­ხობ, ჩემს ახ­ლო­ბელს ორ­ჯერ და­ვუ­ფი­ნან­სე გუ­ლის ოპე­რა­ცია და კი­დევ ბევ­რი სხვაც გა­მი­კე­თე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად ეკ­ლე­სი­ა­საც ვეხ­მა­რე­ბი. ორი შემ­თხ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, რო­ცა ოჯახს ბავ­შ­ვის­თ­ვის საფ­ლა­ვის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ერ­თი “ექ­ს­პ­რომ­ტ­მა” და­ა­ფი­ნან­სა, მე­ო­რეს მე და­ვეხ­მა­რე. ეს იყო შო­კი!..
ერთ ამ­ბავ­საც გა­ვიხ­სე­ნებ: მუ­შა­ო­ბა რომ და­ვიწყე, პა­ტა­რა, ძველ ტუმ­ბოს აგ­დებ­და დი­ა­სახ­ლი­სი. უკ­ვე ქუ­ჩა­ში იდო. გა­რეთ რა­ღაც გა­ვი­ტა­ნე და ვიდ­რე შინ შევ­ბ­რუნ­დე­ბო­დი, უნე­ბუ­რად, ტუმ­ბოს კა­რი გა­ვა­ღე… საკ­მა­ოდ მოზ­რ­დი­ლი ქა­ღალ­დის პარ­კი იდო. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა იყო. გავ­ხ­სე­ნი და ფუ­ლით გახ­ლ­დათ სავ­სე. დი­ა­სახ­ლისს მი­ვუ­ტა­ნე. მი­სი გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა. იმ ოჯახ­ში 4 წე­ლი და 9 თვე ვი­მუ­შა­ვე. დღეს ჩე­მი კარ­გი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ახ­ლა იმათ­გან შორს ვარ, მათ­თან ვერ მივ­დი­ვარ და თა­ვად მო­დი­ან ხოლ­მე ჩემს სა­ნა­ხა­ვად.
ქი­რით რომ ვი­ყა­ვით მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი, ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­თან ჩა­ვე­დი. სულ 7 ლა­რი მქონ­და, ბავ­შ­ვე­ბი კი მშივ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. რამ­დე­ნი­მე კარ­ტო­ფი­ლი, კიტ­რი და პო­მი­დო­რი ვი­ყი­დე. სახ­ლ­ში ფე­ხით უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­თა პუ­რის ფუ­ლი და­მე­ზო­გა! და­ვი­ნა­ხე, ქუ­ჩა­ში მა­მა­კა­ცი წვრილ ჭე­რამს ყიდ­და. რომ მი­ვე­დი, ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, _ შე­ნის­თა­ნა რამ­დე­ნი მო­დის, მომ­შორ­დიო… ფა­სი რომ გა­ვი­გე, გა­მოვ­ბ­რუნ­დი და იმ ქალ­ბა­ტო­ნის კა­ბას მოვ­კა­რი თვა­ლი, ვი­საც ეჩხუ­ბე­ბო­და. შევ­ხე­დე და, ინ­ტე­ლი­გენ­ტი, დახ­ვე­წი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლია, რო­მე­ლიც ახ­ლა შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი, ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი დგას ქუ­ჩა­ში! იმ წამ­ში მივ­ტ­რი­ალ­დი უკან. გამ­ყიდ­ველს ფუ­ლი მი­ვა­წო­დე, იმან კი 7 ჭე­რა­მი ჩა­ყა­რა ცე­ლოფა­ნის პარ­კ­ში. გა­ვი­ქე­ცი იმ ქა­ლის­კენ და მო­ვატყუე, _ დღეს დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა, მის სა­ხელ­ზე თქვენ მი­ირ­თ­ვით-მეთ­ქი. მი­სი სა­ხე ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას: მად­ლი­ე­რი, გა­ო­ცე­ბუ­ლი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ნე­ტავ, ახ­ლა სად არის? გა­მიგ­რ­ძელ­და სა­უ­ბა­რი… წე­სით, მა­ლე უნ­და დავ­ბ­რუნ­დე სამ­შობ­ლო­ში. ჩე­მი ოც­ნე­ბაა, თბი­ლის­თან ახ­ლოს ვი­ყი­დო სახ­ლი და ჩე­მი ოჯა­ხი მა­ინც უზ­რუნ­ველ­ვ­ყო სოფ­ლის პრო­დუქ­ტით. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.
ძა­ლი­ან მი­ხა­რია, თქვენც რომ გიყ­ვართ სოფ­ლად ფუს­ფუ­სი!..”

რა­ზე ოც­ნე­ბობს ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა კაია?! ალ­ბათ, არც ძა­ლი­ან შე­უძ­ლე­ბელ­ზე:
“რა მოხ­დე­ბა, რომ თუნ­დაც ერ­თხელ გა­ვერ­თი­ან­დეთ ერი და ბე­რი, რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხოთ იმ სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა, რის­თ­ვი­საც გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი თურ­ქეთ­ში მი­დის? ბევ­რი ვერც ახერ­ხებს იქ წას­ვ­ლას! გა­და­ვამ­ზა­დოთ ახალ­გაზ­რ­და ნი­ჭი­ე­რი ექი­მე­ბი! ნუ­თუ, ასე ძნე­ლია ამის გა­კე­თე­ბა? ამით ბევრს გა­და­ვარ­ჩენთ, ზოგს სი­ცოცხ­ლეს გა­ვუ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებთ და ქვე­ყა­ნა­საც წა­ად­გე­ბა. მინ­და, ავა­შე­ნო დი­დი, ლა­მა­ზი და კომ­ფორ­ტუ­ლი სახ­ლი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მო­ხუ­ცი და 10-15 მზრუნ­ვე­ლო­ბამოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი იცხოვ­რებს. მინ­და და­ვეხ­მა­რო ამ მო­ზარ­დებს, რომ შე­ი­ძი­ნონ პრო­ფე­სია, ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად. მტკი­ვა ჩე­მი სამ­შობ­ლო და მტკი­ვა ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც აქ, ეკ­ლე­სი­ა­ში ვხე­დავ და ვხვდე­ბი, უმე­ტე­სო­ბა არ დაბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში. ჰო­და, თა­ო­ბებს ვკარ­გავთ. მინ­და დამ­თავ­რ­დეს ერ­თ­მა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბა, ლან­ძღ­ვა. რო­გორ მტკი­ვა, რო­ცა ემიგ­რან­ტებს უდი­ე­რად იხ­სე­ნი­ე­ბენ. ზო­გი­ერ­თი და­უ­ფიქ­რებ­ლად ლა­პა­რა­კობს და გულს ძა­ლი­ან გვტკენს…”

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი gza.ambebi.ge-სთვის