fbpx
საბერძნეთი

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, სანამ მიკონოსს ესტუმრებით!

საბერძნეთის კუნძული მიკონოსი ცნობილია, როგორც ”ქარების კუნძული”, თავისი ფირუზოვანი წყლებითა და თეთრი შენობებით, რომელთაც ფერადი ფანჯრები აქვთ. თუმცა, აქ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე თვალი ხედავს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით!

1)  მიკონოსზე მცხოვრები მოსახლეობა წლის მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლება. აქ მუმდივი მოსახლეობა მხოლოდ 15,000 კაცს შეადგენს, საიდანაც 4,000 უცხოელია. თუმცა ზაფხულის თვეების მანძილზე კუნძული 50,000-ზე მეტ ადამიანს იტევს.

2) დარწმუნებული ვართ, გსმენიათ მიკონოსის შესახებ, მაგრამ იცით, საიდან მოდის მისი სახელი? ბერძნულ მითოლოგიაში, კუნძულის პირველ მმართველს სწორედ მიკონოსი ერქვა, რომელიც ბერძენ ღმერთს აპოლოს ემორჩილებოდა.

3) ითვლება, რომ მიკონოსი არის ადგილი, სადაც ზევსისა და ტიტანების ბრძოლა შედგა.

4) კუნძულს ახლა ბევრი ვარსკვლავი სტუმრობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ 1930 წლის შემდეგ, ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები და მდიდარი ევროპელები სწორედ აქ მიდიოდნენ დასასვენებლად.

5) უძველეს დროში მიკონოსი ყველაზე ღარიბ კუნძულად ითვლებოდა. თუმცა, 50 წლებიდან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კუნძულის ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმი გახდა. მიკონოსის ეკონომიკა ძირითადად ზღვის რესურსს ეყრდნობა.

6) ტურიზმი მიკონოსზე უმაღლეს დონეზეა. სასტუმროები სარგებელს იღებენ 50,000 ადამიანისგან, რომელიც ზაფხულის თვეების მანძილზე იქ ცხოვრობს. სასტუმროს ნომრის ფასები აქ 70 ევროდან 500 ევრომდე მერყეობს. ტურისტთა უმრავლესობას ურჩევნია, კერძო ვილა იქირაოს.

7) კუნძულზე 16 ქარის წისქვილი 16 საუკუნეში ვენეციელებმა ააშენეს.

8) მიკონოსზე ყველაზე პოპულარული დღისა და ღამის მანძილზე სანაპიროს ბარებში ცეკვაა, რამაც კუნძული ცნობილი გახადა როგორც, გართობისთვის ყველაზე ცხელი ადგილი.

9) მიკონოსი მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზით, კლუბებით და უკანასკნელ წლებში ის პუპულარული გახდა სექსუალური უმცირესობებისთვის, თავისი მეგობრული და თავაზიანი გარემოთი.

10) კუნძული ასევე ცნობილია რამდენიმე ულამაზესი სანაპიროთი და ფაქტით, რომ აქ მზე წელიწადის მანძილზე თითქმის 300 დღის მანძილზე აცხუნებს. საღამოობით კი, თქვენ შეგიძლიათ მზის ჩასვლას უყუროთ, რომლის სილამაზეც ნამდვილად სუნთქვას შეგიკრავთ.

onalem

ტესტ