10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძველი ბერძნების ცხოვრებიდან

ძნელია გადაჭარბებულად ჩაითვალის ის როლი, რომელიც ანტიკურმა საბერძნეთმა შეასრულა ადამიანის ცივილიზაციაში. ანტიკურმა ხანამ უამრავი პოეტი და მოაზროვნე უჩვენა მსოფლიოს! თუმცა, ნამდვილი, ყოველდღიური ცხოვრება ანტიკური ბერძნებისა, ნაკლებად ნათელია. როგორც მიიჩნევა, მათი ცხოვრება რთული, ბინძური და ამაზრზენიც კი იყო.

1) ექიმს შეეძლო გაესინჯა გოგირდი პაციენტის ყურიდან

ექიმებისთვის დიაგნოსტირების მთავარი გზა იყო ბიოლოგიური სითხეების კვლევა. ეს მეთოდი მომდინარეობს ჰიპოკრატესგან, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანის ორგანიზმი შედგება რამდენიმე სითხისგან და თითოეულ მათგანს სპეციფიკური გემო აქვს.
ბერძენ ექიმებს უნდა სცოდნოდათ, თუ როგორი იყო ნორმალური გემო, რათა განესხვავებინათ ის პათოლოგიისგან. დღეს ყველაფერს იკვლევენ სენსორული მეთოდებით, თუმცა ანტიკურ საბერძნეთში ადამიანის შარდის ან თუნდაც ნარწყევის დაგემოვნება ჩვეულებრივი მოვლენა იყო დიაგნოსტირებისას.
2) ისინი იწმენდდნენ ქვებით

16 საუკუნემდე ევროპაში არ იცოდნენ, თუ რა იყო ტუალეტის ქაღალდი, თუმცა იყენებდნენ სხვა საშალებებს. ამ მიზნით ბევრი ბერძენი იყენებდა ქვაზე დამაგრებულ ქვას ან გატეხილ კერამიკულ ჭურჭელს. ქვების გამოყენების გამო საბერძნეთში გავრცელებული დაავადება იყო ჰემორიოდი (იგივე ბუასილი).
3) სპორტსმენები ყიდდნენ საკუთარ ოფლს

როდესაც ბერძნები მონაწილეობდნენ რაიმე სახის შეჯიბრში, მათი ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, სველდებოდა ოფლითა და სხეულის ზეთით. კონკურსის შემდეგ კი ისინი ფხეკდნენ ტანსაცმლიდან დარჩენილ ნივთიერებებს და იყენებდნენ სამედიცინო მიზნებისთვის.

ხალხი ისვამდა საკუთარ სხეულზე და სჯეროდათ, რომ ეს ტკივილს უშველიდა. ჩვენ არ ვიცით, ჰქონდა თუარა ამას რაიმე ეფექტი, თუმცა ისინი ამაყობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ოლიმპიელების სურნელი.
4) გინეკოლოგიურ დარღვევებს მკურნალობდნენ მინარევებით

ბერძნებს სწამდათ, რომ ქალებს აქვთ უნიკალური მგრძნობელობა სიბინძურისადმი. ეს იდეები გამოიყენებოდა მედიცინაში. ითვლებოდა, რომ როდესაც ქალი ავად გახდებოდა, მისთვის უებარი წამალი საშინელ სიბინძურეში ყოფნა იყო. თუ ქალს ნაადრევად დაწყებოდა მშობიარობა, მას უნდა მიეღო ძროხის ფეკალიები. ბერძნებს სწამდათ, რომ თუ ის ძროხის ფეკალიების სუნს იგრძნობდა, ნაადრევი მშობიარობა შეწყდებოდა.
5) ცემინება, როგორც ორსულობის მაკონტროლებელი

ბერძენი ექიმი სორანი ამბობდა, რომ ქალმა თავი უნდა დაიცვას არასასურველი ორსულობისგან. თუ ის ორსულად იქნება, ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ის მათ ურჩევა, რომ კონტრაცეპტივების ნაცვლად, უბრალოდ ცემინება გამოეყენებინათ. ეს რა თქმა უნდა, აბსურდული იდეაა, თუმცა თავისი კვალი დატოვა ისტორიაში.
6) უბიწოების ქამარი მონებისთვის

ბერძნები არ აძლევდნენ საკუთარ მოსამსახურეებს უფლებას სიყვარულით დაკავებულიყვნენ. და უსაფრთხოებისთვის ისინი აიძულებდნენ მათ ეტარებინათ ქამარი. ქამარი ისე იყო გაკეთებული, რომ მათი გენიტალიები ზიანდებოდა და განიცდიდდნენ ტკივილს. მათ ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან იცოდნენ უფრო უარესი რამ ელოდათ და ეს საჭურისობა იყო.

7) ბერძნებს უკავშირდებათ ცნება ლესბოსელი

ანტიკური ბერძენ კაცებს ჰქონდათ იდეა, რომ ქალები იყვნენ ლესბოსელები, თუმცა კონკეტულად არ იცოდნენ, თუ რითი ხასიათდებოდნენ ისინი.
8) ნიანგის ფეკალიები, როგორც კრემი


ბერძნები ხშირად ხდებოდნენ ნიანგის მსხვერპლი. მაგრამ მათთვის ნიანგი მხოლოდ საფრთხე არ იყო, ის ასევე გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისთვის. მის ფეკალიებს თვალის გარშემო ნაწიბურების სამკურნალოდ იყენებდნენ. ისვამდნენ თვალის ჩრდილის სახით. ეს მეთოდი აღწერილია ერთ-ერთ სამედიცინო წიგნში.

9) ფალოსის პროცესია

ათენში წელიწადში ერთხელ დიონისოს საპატივცემულოდ იმართებოდა ფესტივალი და ამ ღვთაების სიმბოლო იყო ფალოსი. ქალები და კაცები მიდიოდნენ ქუჩებში, ამაყად ეჭირათ ფალოსის ფიგურები. ამ ყველაფერს თან ერთვოდა სიმღერები და ხუმრობები.

10) პირველი სადღეგრძელო  ძველ საბერძნეთში გაჩნდა

დღეს, როდესაც ჩვენ სადღეგრძელოებს ვამბობთ, არ ვფიქრდებით თუ საიდან მოდის ეს ტრადიცია ან რა არის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, სადღეგრძელო პირველად ძველ საბერძნეთში გაჩნდა. ისინი სვამდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო ვინმეს ჯანმრთელად ყოფნისთვის.

melano

ტესტ