fbpx
საბერძნეთი

10 მილიონი ევრო კვიპროსისგან საბერძნეთს!

მინისტრთა კაბინეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადის რეკომენდაციით, გადაწყდა, რომ კვიპროსის მთავრობა ატიკის ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

მთავრობის პრეს-სპიკერმა, პროდრომოს პროდრომუმ განაცხადა, რომ თანხა სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალურ ბანკში გადაირიცხება და გაიხსნება კომერციული ბანკის ანგარიშებიც.

კაბინეტი მოუწოდებს ბიზნეს სამყაროსა და მოქალაქეებს, მცირეოდენი თანხა მაინც გადარიცხონ ამ ანგარიშებზე.

მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთლიანი თანხა, ბერძნულ ხელისუფლებასთან კონსტულტციებით დაიხარჯება პროექტებზე და სხვადასხვა მოქმედებებზე, დაზარალებულების დასახმარებლად.

onalem

ტესტ