1 წელი პადელის გარეშე: როგორ დაამახსოვრდა ის საბერძნეთს

18 თებერვალს ბერძენი მომღერლის პადელი პადელიდისის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა. ჩვენ დეტალურად ვაშუქებდით ტრაგიკული შემთხვევის გამოძიების ეტაპებს. მისი ოჯახი და გულშემატკივარი მაინც არ დანებდა მის სიკვდილს და ცდილობენ გაიგონ რა ფენომენი იმალებოდა მასში? რატომ ჩააგდო მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ მილიონობით ბერძენი შოკში?

დავიწყოთ იმით, რომ პადელის საოცარი ნიჭი ჰქონდა ფეხბურთში. მისი მეგობრების თქმით, ის ფეხბურთისთვის იყო დაბადებული. პრინციპში ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა იყო ფეხბურთის ყურება ტელევიზორში ან თამაში მეგობრებთან ერთად. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სიმღერების წერა და შესრულება მისთვის ფეხბურთის თამაშზე მარტივი იყო.

მათივე თქმით, როდესაც პადელი სტუდიაში სიმღერებს წერდა, სიტყვები ხშირად ავიწყდებოდა, თუმცა ის მაქსიმალისტი იყო. სტუდიიდან საათობით არ გამოდიოდა, უნდოდა, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. მისი შესრულება ლეგენდარული იყო.

პადელის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ ის ძალიან ძველმოდური იყო. ქალებთან ურთიერთობაში ცდილობდა ყოველთვის ჯენტლმენობა შეენარჩუნებინა. მის ცხოვრებაში იყო ორი დიდი სიყვარული. თუ პადელის უყვარდა, უყვარდა ღირსეულად და უდიდესი გრძნობით, ყოველგვარი ხრიკების გარეშე.

კარიერის დასაწყისში მას ერთი გოგონა მოსწონდა. ერთ დღეს მან ისეირნა მასთან ერთად დილამდე და მისი სახლის კართან დიდხანს დარჩა, თუმცა მანქანაში ჩაჯდა, რადგან მიხვდა ძილი სჭირდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გაიღვიძა, მან დაინახა გოგონა სხვა ბიჭთან ერთად ხელჩაკიდებული. ასე დაიბადა სიმღერა წამებულ სიყვარულზე. ადვილი მისახვედრია, რომ პადელი საკუთარ ცხოვრებისეულ ისტორიებს სიმღერებად აქცევდა.

ალბათ, მისი მეგობრებისა და გულშემატკივრების დიდი სიყვარულის და უდიდესი ტალანტის გამო პადელისთვის ყველაფერი ადვილად მოდიოდა. ახლა კი, 1 წლის შემდეგ ჭრილობა არ მოშუშებულა. ერთი ნიჭიერი ბიჭის ტკივილმა გააერთიანა მთელი ერი. რაც შეეხება მის ოჯახს, ისინი აპირებენ ბრძოლას, რათა დაამტკიცონ, რომ ავარიის ღამეს პადელი არ მართავდა ავტომობილს, არამედ მისი ერთ-ერთი თანმხლები.