fbpx
საზოგადოება

1 აპრილიდან საბერძნეთში “სიჩუმის საათები” იცვლება

დღეიდან საბერძნეთში ე.წ. ” სიჩუმის საათები” იცვლება და ზაფხულის რეჟიმზე გადადის.

ყველას, ვინც ქვემოთ აღნიშნულ საათებში ხმაური შეაწუხებს, შეუძლია პოლიციას მიმართოს.

პოლიციის მიერ 1996 წელს მიღებული მე-3 დადგენილების მიხედვით, 1 აპრილიდან 30 სექტემრის ჩათვლით “სიჩუმის საათებია” შუადღის 15:00 საათიდან 17:30 საათამდე, შემდეგ კი, 23:00 საათიდან დილის 07:00 საათის ჩათვლით.

ზამთარში განსხვავებული განრიგი გვაქვს: 15:30 საათიდან 17:30 საათამდე და 22:00 საათიდან დილის 07:30 საათამდე.

მოცემულ მონაკვეთში ყველანარი სხვისთვის შემაწუხებელი ხმაური კანონით დასჯადია.

onalem

ტესტ