fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: საშობაოდ 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაიცემა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სოციალურმა დახმარებამ შესაძლოა არნახულ მაჩვენებელს  1,5 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

2018 წელს გადაჭარბება მშპ-ს 4.5%-ს მიაღწევს, რაც საკმაოდ მაღალი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

კერძოდ, საბიუჯეტო ოფისი იმედოვნებს, რომ 2018 წელს მოგება 1%-ს ანუ 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხიდან, 300 მილიონი ევრო სახელმწიფოს მიერ დაიბეგრება, დანარჩენი კი გადანაწილდება.

სოციალური დივიდენდის (დანამატის) შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საბოლოო ფაზაში შედის.

ინტერვენციების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს ახალგაზრდული სოლიდარობის ბონუსს, რომელიც მიზნად ისახავს 18-24 წლამდე უმუშევარი ახალგაზრდების სუბსიდირებას. გასულ წელს, ამ პროექტის ფარგლებში  55,000 ბენეფიციარი დაფინანსდა. თითოეულმა მათგანმა 400 ევრო მიიღო.

ასევე, დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კონკრეტული სოციალური ჯგუფები. თანხები დაირიცხება კომუნალურ საჭიროებეზე, კონკრეტულად გათბობაზე.

ახალი კანონპროექტი უკვე განხილულია ექიმების, ადვოკატების, მეცნიერებისა და მოსამართლეების დაფინანსების შესახებ.

გუშინ, პენსიონერთა საკითხთან დაკავშირებულ კითხვაზე, დიმიტრის ცანაკოპულომ უპასუხა, რომ ეს არის კომპლექსური  სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური საკითხი და დაამატა, რომ მთავრობამ ორჯერ გასცა სოციალური დივიდენდი პენსიონერებისთვის და ეს ამ წელსაც ასე იქნება.

დანამატები დეკემბერში დაირიცხება და მასთან არსებული ხარჯებიც წლევანდელ ბიუჯეტს დაეკისრება, მეცნიერების, ექიმებისა და იურისტებისთვის გაცემული დაფინანსების ხარჯებთან ერთად.

onalem

ტესტ