fbpx
კატეგორიის გარეშე

“ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი” – ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის მასშტაბურ ხანძარს აღწერენ

“ტე­ლე­ვი­ზორ­სა და ინ­ტერ­ნეტს ვერ ვწყდე­ბი – ყო­ველ წუთს გად­მოს­ცე­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ნუ­გე­შო ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია… ათე­ნის გარ­შე­მო, სამი მხრი­დან ხან­ძრის მას­შტა­ბუ­რი კე­რე­ბი არ ცხრე­ბა… მე კატ­ში ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ ამ ქა­ლაქ­ში, 5 ლო­კა­ლუ­რი ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, ვერ აქ­რო­ბენ. ქუ­ჩე­ბი, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვე­ბი, აივ­ნე­ბი, ეზო­ე­ბი ფერ­ფლით არის სავ­სე… გარ­შე­მო შავი კვამ­ლია და ხალ­ხი ვერ ხვდე­ბა საით გა­იქ­ცეს” – ჰყვე­ბა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ვან­და ვირ­სა­ლა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, მთე­ლი ქა­ლა­ქი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბით არის სავ­სე, მაგ­რამ ქარი ძლი­ერ­დე­ბა…

კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტის თქმით, ხან­ძა­რი მძვი­ნა­რებს კი­ნე­ტა­შიც, სა­დაც ზღვის მთელ სა­ნა­პი­რო­ზე წიწ­ვნა­რია გა­შე­ნე­ბუ­ლი და ხე­ი­ვანს, ცე­ცხლი ერ­თი­ა­ნად ეკი­დე­ბა.

“ტყი­დან ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­შე­მო არ­სე­ბულ ინსფრას­ტრუქ­ტუ­ი­რა­ზე ვრცელ­დე­ბა. ხალ­ხი ზღვა­ში შეც­ვივ­და, მაგ­რამ ისე­თი ძლი­ე­რი ცე­ცხლი იყო, ზურ­გე­ბი დაგ­ვეწ­ვაო, ჰყვე­ბოდ­ნენ… დი­ლით რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნა იყო დამ­წვა­რი, შემ­დეგ ალ­ბათ უა­რე­სი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და… მე დავ­ტო­ვე ქა­ლა­ქი, თუმ­ცა, ახლა სა­დაც ვარ, იქაც არ მგო­ნია უსაფრ­თხოდ ვიყო, რად­გან სა­ში­ნე­ლია ქა­რია…” – ამ­ბობს იუ­ლია შამ­რაი.
ემიგ­რან­ტე­ბის თქმით, 50 კი­ლო­მეტრზე მეტი იყო იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ცე­ცხლმა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ფა­რა ეს მან­ძი­ლი… ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, კი­ნე­ტა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქია და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და. ცე­ცხლი არ ცხრე­ბა რა­ფი­ნას­თან, მა­ტი­სა და პი­კერ­მის­თან ახ­ლოს – ძა­ლი­ან დი­დია და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, ხან­ძა­რია მა­რა­თო­ნა­სა და პენ­დე­ლის მთის ფერ­დო­ბებ­ზეც, მათ­გან კი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი შორს არ არის…

ნინი მა­ი­სუ­რა­ძე, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

– მა­რა­თონ­ში ვცხოვ­რობ. გუ­შინ მა­ტი­ში ვი­ყა­ვი, იმ ად­გი­ლას სა­ი­და­ნაც და­ი­წყო ცე­ცხლი, იქა­უ­რო­ბა უკვე აღარ არ­სე­ბობს… სა­დაც ვმუ­შა­ობ იმ ად­გი­ლის­კენ მივ­დი­ო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ ჩა­მი­ა­რა და გა­მაფრ­თხი­ლა – იქეთ არ წახ­ვი­დე, ცე­ცხლი­აო. ვხე­დავ­დი ცე­ცხლს, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ ისე სწრა­ფად მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და. მე კი არა, იქ მცხოვ­რებ­ლებ­საც არ ეგო­ნათ – მშვი­დად იდ­გენ და თა­ვი­ანთ ბა­ღებ­ში ხე­ხილს რწყავ­დნენ, რომ სველ ხე­ებს ცე­ცხლი არ მოს­დე­ბო­დათ… სა­ცხო­ბის­კენ ვა­პი­რებ­დი ჩას­ვლას და უცებ მოვტრი­ალ­დი თუ არა, და­ვი­ნა­ხე რამ­დე­ნი­მე მეტრში აღ­მარ­თუ­ლი ცე­ცხლი, რო­მე­ლიც უკან მომ­ყვე­ბო­და… გა­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი საით წავ­სუ­ლი­ყა­ვი, აქ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ და გარ­და ამი­სა, ბნე­ლო­და. ცე­ცხლი, წა­მებ­ში ისე მო­მი­ახ­ლოვ­და, რომ სიმ­ხურ­ვა­ლეს ზურ­გზე უკვე ვგრძნობ­დი.

შუ­ქიც არ იყო, სა­დე­ნე­ბი და­იწ­ვა და შავ კვამლში გზას ვე­ღარ ვიკ­ვლევ­დი… წი­ვილ-კი­ვი­ლი და ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლი გა­ვი­გე და მივ­ხვდი, რომ სა­ნა­პი­როს­კენ მივ­დი­ო­დი. მა­ტის გა­ყო­ლე­ბა­ზე, ზღვის ნა­პირ­ზე 400-ზე მეტი ბავ­შვი იყო და ად­გი­ლიც არ იყო… ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ წა­ე­კი­და დედა-შვილს ცე­ცხლი. ახ­ლაც ცუ­დად ვხდე­ბი, რომ მახ­სენ­დე­ბა, ბავ­შვი ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე – ჩემს თვალ­წინ და­იწ­ვა…

რო­გორც ჩანს შემ­დეგ მეც გა­ვი­თი­შე, ძლი­ე­რი კვამ­ლის გამო და ღა­მის 3 სა­ათ­ზე მი­პო­ვა ვი­ღა­ცამ… გონს უკვე სას­წრა­ფო­ში მო­ვე­დი. გზე­ბი ჩა­ხერ­გი­ლი იყო და ძლივს იკ­ვლევ­დნენ გზას… მერე მი­თხრეს, რომ 2-წუ­თი­ან­მა წვი­მამ გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ახლა მა­რა­თონ­ში ვარ, “ადიო ან­დრი­ას” სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო ბა­ნაკ­ში. შო­კი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მოვ­სულ­ვარ და არც ვიცი, ოდეს­მე გა­მო­ვალ თუ არა…”

თეა ჭან­ტუ­რია, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

– ათე­ნის მიმ­დე­ბა­რედ, მთე­ლი ღამე ხან­ძა­რი იყო… მთე­ლი ღამე დარ­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო­სა და სა­ძან­ძროს მან­ქა­ნე­ბი, და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის მაშ­ველ-მე­ხან­ძრე­ებს ეძებ­დნენ. ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის ბუ­მია და ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში რა გა­დარ­ჩე­ბა და რა არა – არ ვიცი… ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ისე­თი ძლი­ე­რი ქა­რია, ცე­ცხმლმოკ­დი­ე­ბუ­ლი ხე მო­თხა­რა და შე­ნო­ბა­ზე და­ე­ცა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გამო, გზე­ბი ჩა­ხერ­გი­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლას წვა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ… ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­ლით ხდე­ბო­და, შემ­დეგ სა­ხან­ძრომ ქა­ლა­ქის ერთ-ერთ გა­სას­ვლელ­ში ხან­ძა­რი ჩა­აქ­რო და გავ­ლა მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ ასე მე­გო­ნა იქაც და შემ­დეგ, გზა­დაგ­ზა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი…
დათო კირ­თა­ძე, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

– აქ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა ტუ­რის­ტია, მათ შო­რის, 20-მდე ბავ­შვი. 250-ზე მეტს მძი­მე დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი… ხალ­ხი ზღვა­შია შე­სუ­ლი და ში­შით უკან ვე­ღარ გა­მო­დი­ან. ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ახ­ლო­მახ­ლო სას­ტუმ­რო­ებ­სა და ჰოს­ტე­ლებ­ში იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­და, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ფერ­ფლად იქცა. ბევ­რი მათ­გა­ნი მხო­ლოდ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის ამა­რა დარ­ჩა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან – მთა­ვა­რია, გა­დავ­რჩი­თო… აქ ქა­ლა­ქებს გარ­შე­მო ტყე­ე­ბის კა­რავს და ის ტყე­ე­ბი იწ­ვის სწო­რედ, ცე­ცხლი შემ­დეგ და­სახ­ლე­ბულ პუქნტებ­ზე ვრცელ­დე­ბა… ემიგ­რან­ტე­ბი ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­შირ­დეთ და ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ გა­ვი­გოთ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ბერ­ძნეთ­ში, ათენ­თან ახ­ლოს ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ რა­ი­ო­ნებ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალექ­სის ციპ­რა­სის გან­ცხა­დე­ბით, ტყე­ებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ვე­ღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ცე­ცხლს 1000-ზე მეტი მე­ხან­ძრე და სა­მას­ზე მეტი სა­ხან­ძრო ავ­ტო­მან­ქა­ნა ებ­რძვის, თუმ­ცა, ვი­თა­რე­ბას ძლი­ე­რი ქარი არ­თუ­ლებს. სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ დახ­მა­რე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირს მი­მარ­თა. მზად­ყოფ­ნა უკვე გა­მოთ­ქვეს ეს­პა­ნეთ­მა და კვიპ­როს­მა.