fbpx
კატეგორიის გარეშე

ქართველი მოხალისეები საბერძნეთის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ

​საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ადგილობრივ ხელისუფლებას, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებებში მოხალისედ მონაწილეობას სთავაზობენ.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, მოხალისეობის იდეას უამრავი ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

” დავუკავშირდი საბერძნეთში საქართველოს საელჩოს, ელჩს გავაცანი ჩვენი სურვილი. მხარდაჭერას დაგვპირდა. მიაწვდის ინფორმაციას საბერძნეთის შესაბამის უწყებას, რომ გვსურს დავეხმაროთ საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ბერძენ ხალხს”, – აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.

საბერძნეთის დედაქალაქს ათენთან ახლოს, საკურორტო ზონაში, ტყის ხანძრის გამო, ​ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.