fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ტყუპისცალი გოგონები, რომლებსაც მამა ეძებნდა, გარდაცვლილები იპოვეს

საბერძნეთის ტრაგედიას დასასრული არ აქვს.

გასული ორშაბათიდან, როდესაც ხანძრებმა გადაწვეს ატიკის რამოდენიმე ტერიტორია, ორ ტყუპისცალ გოგონას და მათ ბებიაბაბუას, გოგონების მამა ეძებდა.

ძებნის დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთერთი ვიდეო, სადაც ჩანდა ორი პატარა გოგონა ერთ ნავში, რომლის მეშვეობითაც გადამწვარი ტერიტორიებიდან ხალხი გაყავდათ.

თავიდან, მამას ეგონა რომ ეს გოგონები მისი შვილები იყვნენ (აქვე ავღნიშნავთ რომე ვიდეოს ხარისხი დაბალი იყო).

მთელი საბერძნეთი მოელოდა იმას რომ მალე ორ გოგონას იპოვიდნენ ცოცხლებს.

თუმცა და სამწუხაროდ, გუშინ, 27 ივლისს ორივე გოგონა გარდაცვლილები მათ ბებიაბაბუასთან ჩახუტებული იპოვეს.

საბერძნეთი ამ წუთამდე 87 გარდაცვლი ადამიანს გლოვობს.