fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: თავისუფალია აბიტურიენტი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე თავისი უფროსი და ეხმარებოდა გადაწერაში

თავისუფალია აბიტურიენტი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე თავისი უფროსი და ეხმარებოდა გადაწერაში
24 წლის კოსის მკვიდრი და მისი უმცროსი და, აბიტურიენტი, რომელსაც გუშინ ისტორიის გამოცდა ჰქონდა საგამოცდო ცენტრში, დააკავა პოლიციამ.
საგამოცდო ოთახში დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ 17 წლის გოგონას ყურში ჰქონდა აპარატი, რომლის საკაბელო არხი ფრთხილად იყო შენიღბული მის თმაში. მობილური ტელეფონი ჰქონდა ჩართული, მისი მეშვეობით კი თავის და უკავშირდებოდა, რომელიც საგამოცდო ცენტრის გარეთ იმყოფებოდა.
ამ უკანასკნელს ჰქონდა წიგნი და ორივე აღიარებდა, რომ ისინი ცდილობდნენ პასუხების გადაწერას.
კოსის პროკურატურამ ბრძანა, რომ არ მოხდეს საქმის წარმოება და გოგონები გაათავისუფლეს, ხოლო ნაწერი განულდა.