fbpx
კატეგორიის გარეშე

მძლავრი მიწისძვრა პელოპონისეს მასშტაბით, ილოსთან ახლოს

5.4 რიხტერის მიწისძვრა დაფიქსირდა პილოსში.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა საზღვაო არეალში მოხდა, 34 კილომეტრის დაშორებით, პილოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეზე.

გეოლოგიის პროფესორი, ბატონი ევთიმიოს ლეკასი, სკაის (ΣΚΆΙ) ტელევიზიაში საუბრისას საკმაოდ მშვიდი ჩანდა და განაცხადა, რომ ეპიცენტრი ბერძნულ რკალზე იყო.

ჯერჯერობით, ბატონი ლეკას თქმით, არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა,ბატონმა ლეკასმა (EPT) -ის ტელევიზიაში განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მიწისძვრების დიდ ნაწილს, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს კალამატის დიდ მიწისძვრასთან. მიწისძვრა საგრძნობი იყო მთელი პელოპონესის მასშტაბით.

მიწისძვრა დაფიქსირდა 08:15 ზე, ეპიცენტრი იყო საზღვაო სივრცე, პილოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის გაზომვის მიხედვით, მიწისძვრა ათი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.