fbpx
ემიგრაციული სიახლეები

კილკის:პოლიციელი მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა მანქანას

მოძრაობის პოლიციელებმა ,საცობის დროს გააჩერეს და როდესაც მას არ აღმოაჩნდა მართვის მოწმობა,აღიარა,რომ არც არასდროს ჰქონია. სამართალდამცავმა,რომელიც კილკისის სასაზღვრო სადგურში მუშაობს,ჩათვალა,რომ,რადგან კანონს ემსახურება,ამიტომ მასზე მაღლაც დგას.შესაბამისად,მან ზედმეტად ჩათვალა მარვის მოწმობის აღება და წლების განმავლობაში მოწმობის გარეშე დადიოდა.

ამ პოლიციელის დანაშაულებრივი ქმედებები აღქმული იქნა მისი კოლეგების მიერ,მის შესახებ ინფორმაცია გადასცეს კილკისის პოლიციის უფროსს,რომელიც სათავეში ჩაუდგა მოძრაობის პოლიციის თანამსრომლების მიერ ჩატარებულ ოპერაციას.

როგორც იყო მოსალოდნელი,ამოქმედდა სამართლებრივი პროცედურა,საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის,ხოლო ადმინისტრაციას დაევალა იმის გამოძიება, რამდენად არიან ამაში დამნაშავე მისი თანამშრომლები და ანდობდნენ თუ არა სამსახურეობრივი მომსახურების მანქანას,მიუხედავად იმისა,რომ მართვის მოწმობა არ გააჩნდა.