fbpx
კატეგორიის გარეშე

თურქი ნაციონალის, ბახცელის სიგიჟე: “ხმელთაშუა ზღვა ბერძნების სასაფლაო იქნება”

თურქული ნაციონალური პარტიის ლიდერი, ბახცელი საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობას უფრო მეტად ამწვავებს და ამბობს, რომ კვიპროსი თურქებისაა.

საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში ორ კვირაში ტარდება და ბახცელი თავის შიდა აუდიტორიას იმას “უგდებს”, რის მოსმენაც სურთ.

ის ბერძნებს უტვინოებსა და სქელ თავიანებს უწოდებს, მის შემდეგ რაც, ბერძნებმა პრეტენზიები გამოთქვეს ერთ-ერთ პოლიტიკურ სარეკლამო ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც კვიპროსი მითითებულია თურქეთის შემადგენლობაში.

ის ამბობს: “რატომ აყვირდნენ ბერძნები? იმიტომ, რომ კვიპროსს თურქულ ტერიტორიად ვთვლით? მე ვეკითხები მათ, უტვინო და სქელთავიან ბერძნებს: როგორ გვეჩვენებინა კვიპროსი? რაც ფაქტია, ის აღვნიშნეთ! კვიპროსი თურქულია და თურქებს ეკუთვნის.
საბერძნეთს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში სხვადასხვა თამაშს გვეთამაშება, არ უნდა დაავიწყდეს საბერძნეთის ისტორია. ბერძნებმა არ დაივიწყონ უნდა მათი წინაპრების ისტორია. მათი ძვლები დღემდე ზღვაში ყრია. ეს ჩვენ, თურქებს, კიდევ შეგვიძლია გავიმეოროთ. ღმერთის ნებით, კიდევ ვაქცევთ ხმელთაშუა ზღვას ბერძნების სასაფლაოდ”

ბახცელი თურქეთში ასეთი განცხადებებით გამოირჩევა. მან ამა წლის 27 მარტსაც თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვა ბერძების მამა-პაპებითაა სავსე”