fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში სომხურმა ორგანიზაციამ მის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე საქართველოს აღმნიშვნელი წარწერა დაიტანა

21აპრილს ათენში სომხური ახალგაზრდული ასოციაციის მიერ სინდაღმის მოედანზე მოეწყო საინფორმაციო გამოფენა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სომეხთა მასობრივ მკვლელობებს ასახავდა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ნაწილების მიერ. საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზანს სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან წარმოადგენდა 1915 წელს მომხდარი არაჰუმანური ფაქტის, როგორც თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის პოპულარიზაცია.
აღნიშნულ გამოფენა-აქციაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის რუქები, სადაც საქართველოს ტერიტორია აღნიშნული იყო როგორც რუსეთი, რამაც ქართველი ემიგრანტების აღშფოთება გამოიწვია. გავრცელდა ასევე რამდენიმე ემიგრანტის ვიდეო მიმართვები და ათენში საქართველოს საელჩოს რეგირებისკენ მოუწოდებდნენ.
  ემიგრანტების აღშფოთებას გამოეხმაურა სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული  ასოციაცია.  მისი ხელმძღვანელი პირები ლიკა ჯანელიძე, გიორგი გორაძე და თათია ჩხაიძე სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე შეხვდნენ სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ღონისძიების ორგანიზატორებს.  მხარეების მიერ  განხილული და აღიარებულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხარვეზი.  ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ იქნა ინიციატივა 1918-1921 წწ ის დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიით დატანილი რუქის გადაცემის შესახებ, რომელიც მომავალ წელს წარმოდგენილ იქნება საჯარო სივრცეში. ქართველი და სომეხი ახალგაზრდები შეთახნმდნენ მომავალი თანამშრომლობის შესახებაც, რომელიც სომეხი და ქართველი ხალხების კეთილმეგობრულ და მრავალსაუკუნოვან კულტურულ თანამშრომლობას გაუსვავს ხაზს საბერძნეთში.
 სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნული ინფომაცია მოაწოდეს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველს ქ-ნ ეკატერინე ლორთქიფანიძესაც და რამდენიმე საათში ადგილზე მივიდა დიპ. მისიის წარმომადგენელი ლაშა კიკვაძე, რომლის გასაუბრების შემდგომ ასევე კეთილგანწყობით –  სომხურმა ორგანიზაციამ რუქაზე დაიტანა შესაბამისი აღნიშვნები, სადაც მითითებულია ჩვენი ქვეყნის სახელი საქართველო.