fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენში მცხოვრები ემიგრანტები ცესკოს ინიციატივით მიმართავენ

მოგმართავთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  საბერძნეთში ქ ათენში მცხოვრები ემიგრანტები: მოგეხსენებათ 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და  ადგილსამყოფელ ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიების მისამართებზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე ვაძლევთ ხმას წარმოდგენილ კანდიდატებს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საკონსულო რეგისტრაცია.

მოგმართავთ ინიციატივით გაითვალისწინოთ ჩვენი სამუშაო რეჟიმი და მისი გათვალისწინებით მოსთხოვოთ საქართველოს საგარეო სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს,  არასამუშაო დღედ გამოცხადებულ,კერძოდ კი კვირა დღის სამუშაო დღედ გამოცხადებას მინიმუმ საარჩევნო პერიოდში საკონსულო აღრიცხვის მომსახურეობის უზრუნველსაყოფად, რათა მოხდეს მაქსიმალურად მეტი ემიგრანტის საკონსულო რეგისტრაციაზე აყვანა და მათი საქართველოს კონსტიტუციით დაცული ხმის მიცემის უფლების დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

ვფიქრობთ, თქვენ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებული ხართ ხელი შეუწყოთ ამომრჩევლებისთვის თავისუფალი და მოქალაქეთა არჩევნებში ჩართულობის მაღალი აქტივობის მქონე საარჩევნო გარემოს შექმნას, რისგან  გამომდინარეც გაითვალისწინებთ ჩვენს მომართვას და განახორციელებთ ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს არჩევნებში ემიგრანტთა თავისუფალ და დაუბრკოლებელ მონაწილეობას! – ნათქვამია ათენში მცხოვრები ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.