ყინულებიანი წყლის გადასხმიდან – დაავადების გენომის აღმოჩენამდე

2014 წელს “დავირუსებული” ყინულებიანი წყლის გადასხმის აქციიდან შემოსულმა თანხამ, მნიშვნელოვანი მეცნიერულ აღმოჩენას დაუდო სათავე. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ALS-ის ასოციაციის თქმით, Ice Bucket Challenge-დან მიღებული თანხით დაფინანსებული კვლევისას, აღმოაჩინეს ის გენი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოქმნასა და განვითარებას. მისი სახელწოდებაა NEK1.

”აის ბაქეთ ჩელენჯ”-იდან სულ 111 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, 2014 წელს მოქალაქეები ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოს იღებდნენ და თანხას ALS-ის ფონდში რიცხავდნენ. აქციას უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა, თუმცა მის მიერ მოზიდულმა თანხამ 6 კვლევითი პროექტი დააფინანსა. ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ კვდომას იწვევს.

ALS Ice Bucket Challenge ავტორი, ზოგიერთი ვერსიით ითვლება ყოფილი პროფესიონალი ბეისბოლისტი პიტ ფრეიტსი. რომელსაც 2012 წელს, 27 წლის ასაკში დაუსვეს გვერდითი ამიოტროფიული სლეროზის დიაგნოზი, ხოლო 2014 წელს მას უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული, კვება და მეტყველება. 2014 წელს ფრეიტსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მარათონის წესები, რომელშიც პირველი მონაწილეები ის და მისი კოლეგები იყვნენ. 2013 წლიდან მიმდინარეობდა აქცია სახელით “Cold Water Challenge”, რომელშიც ხან ირიცხებოდა ხოლმე თანხები და ხან – არა, ხოლო შემდეგში მისი პოპულარობა  გოლფის ცნობილი მოთამაშეების ჩართვას უკავშირდება და უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, აშშ–ს ცნობილი მეცენატების, პოლიტიკოსების, მსახიობების და სხვა ცნობადი სახეების მიერ ატაცებას, რაც გეომეტრიული პროგრესიით გავრცელდა მთელს მსოფლიოში. სადღაც მაშინ იქნა შეცვლილი სახელიც და ჩაერთო დაავადების საკვლევად გამოყენებული ALS პროგრამაც.
.
.
(პიტ ფრეიტსი დაავადებამდე და მის შემდეგ)
.

.
მეორენაირად მოტორული ნეირონის დაავადების სახელწოდებით ცნობილი ავადმყოფობით დაავადებულთა შორის ყველაზე ცნობილი ადამიანი ინგლისელი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მასთან შეხება ხშირად უხდებათ ქართველ ემიგრანტებსაც, თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო. ბერძნულად მისი დასახელებაა  πλάγια μυατροφική σκλήρυνση.
.
–––––––––––––––––––
(“გოგონა მადარინებით”)