სამი საშიში ალბანელი არგირუპოლის ციხიდან გაიქცა

დღეს გამთენიისას სამი საშიში ალბანელი გაიქცა არღირუპოლის პოლიციის განყოფილებიდან.
სამმა აჯანყებულმა ,რომელიც სამხრეთ ატიკის ოფიცერთა მიერ ჩატარებული დიდი ოპერაციის შედეგად დაიჭირეს, დღეს გამთენიისას, გაქცევა 6 აათზე მოახერხა არგირუპოლის პოლიციის განყოფილებიდან. მათ ციხის გისოსები “გაქლიბეს ” და ათი მეტრის სიმაღლიდან გადახტნენ.
დილიდან მოყოლებული მიმდინარეობს პოლიციის ოპერაცია. მათ დასაჭერად ,რადგან ისინი განსაკუთრებულად საშიშნი არიან.
ეს ადამიანები ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე მდიდარ სახლებს ძარცვავდნენ.
გასულ ოთხშაბათს, სამხრეთ ატიკის უშიშროების სამმართველოს თანამშრომელთა ორგანიზებით, ისინი დაიჭირეს.
როგორც აღმოჩნდა , მათ ძარცვის დიდი წარსული აქვთ. ისინი ძარცვავდნენ მანქანებს , ოქროულობას და ძვირფასეულობას,მობილურებს და დიდი რაოდენობით თანხას.
წინასწარი გამოძიების დროს ორი ალბანელი განსაკუთრებით უხეში აღმოჩნდა. ისინი აგინებდნენ და ემუქრებოდნენ პოლიციას და უარს აცხადებდნენ აღიარებაზე.
აღსანიშნავია, რომ მაგისტრატის მიერ გაცემული იქნა ერთ-ერთი ალბანელის დაპატიმრების ორდერი, რომელსაც ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში, ის ადრეც ყოფილა დაოატიმრებული 120კგ ჰაშიშის გადატანის გამო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის პოლიციის თანამშრომლების განცხადება : ჩვენ გავაფრთხილეთ შესაბამისი სამსახური, რომ არღირუპოლისში მდებარე შენობა არ იყო საკმარისი მათთვის.
ბატონი ხრისტოს სინდრეველის განცხადებით : “დღევანდელ გაქცევაზე , პასუხის მგებელი არის თვითონ არღირუპოლის ქალაქი და არა ჩვენი თანამშრომლები”.