საბერძნეთის საგადასახადო პარადოქსი

სპეციალურ ხელფასებზე “გაყინვის” გაუქმება სახელმწიფოს ხარჯების დაახლოებით 118 მილიარდი EUR, € –თი გაზრდას გამოიწვევს, რაც მომატებული (1 ივნისიდან და შემდეგ – ყავა, ლუდი, საწვავი, ექიმების და ადვოკატების 40%–ით დაბეგვრა და ა.შ. და სხვა. და უთვალავი) გადასახადების ხარჯზე უნდა მოხდეს 100%–ით, მაგრამ მოხდება კი? უკანასკნელი 5–10 წლეულის ისტორია სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. მეტიც, მომატებული გადასახადები და შემცირებული სახელმწიფო შემოსავალი უკვე ტრადიციულ, თითქმის რუტინად ქცეულ პარადოქსადაა (თუკი შესაძლებელია, რომ პარადოქსი ჩვეულებრივ ამბად აღიქვებოდეს) ქცეული საბერძნეთში და აი, ამის დამადასტურებელი სტატისტიკა (და ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი წინადადების შემდეგ შეიძლება ძახილის ნიშნის დასმა):

2015 წლის საგადასახადო შემოსავლები არამარტო 2014 წლის შემოსავლებზე, არამედ შორეულ, 10 წლის წინანდელ, 2006 წლის შემოსავლებზეც კი მცირე იყო (1, 8 მილიარდი €–თი). არ ყოფილა “მემორანდუმიანი” არცერთი წელიწადი (ბოლო 6 წლის განმავლობაში), რომ საგადასახადო შემოსავალი არ შემცირებულიყოს და “ტეტრაიკანოების” გულდაგული პროგნოზის “გარეთ” არ მოხვედრილიყოს.

2010 ( მემორანდუმის პირველ) წელთან შედარებით 2015 წლის საგადასახადო შემოსავალმა (გაცილებით მეტი საგადასახადო განაკვეთებით და სამჯერ ΕΝΦΙΑ–ს – უძრავი ქონების გადასახადის –ზრდის დამატებით) 8,1 მილიარდი €–თი ნაკლები შეადგინა. კერძოდ, 43,162 მილიარდი, 2010 წელს არსებული 51,266 მილიარდის წილ. თვით პირდაპირი გადასახადიც კი, რომელთა შორის 2010 წელთან შედარებით 6–მაგად მომატებული ΕΝΦΙΑ–აა, 466 მილიონით მოიკლო, ხოლო არაპირდაპირმა გადასახადმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ 6–წლეულს ერთმანეთისგან დღგ–ს “შველისებური” ნახტომი აკავშირებს (9%–დან გარადაიქმნა 13%–დ, შემდეგ 23%–და და ა/წ 1–ლი ივნისისდან – 24%–დ, ანუ 14 პუნქტით მოიმატა) 7, 26 მილიარდით მოიკლო.

მიუხედავად კაბალური დაბეგვრისა, საშემოსავლო გადასახადი (“პადახოდნი ნალოგი”) 2015 წელს, 2010 წელთან შედარებით 1, 581 მილიარდით შემცირდა. რაც შეეხება ნიყვივით გაზრდილ დღგ–ს, გგონიათ მან მოიტანა “მოსავალი”? არაფერიც! – დღგ–ს მონაგარი 2010 წელთან შედარებით დრამატულად, 3,785 მილიარდით ნაკლები გამოდგა 2015 წელს (13,618 – 17,37 მილიარდის წილ).

2010 წელთან შედარებით 3,06 მილიარდით არის შემცირებული ენერგიის მტარებელთა საგადსახადო შემოსავალიც, რასაც ძირითადი დარტყმა საწვავის მოხმარების შემცირებამ მიაყენა (რისი ერთ–ერთი გამომწვევი მძლავრ–ძრავიანი ავტომანქანების ცირკულაციის ნებართვაზე გადასახადის მომატება გახლდათ), მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებული ელადა ევროპაში მე–3 ადგილზეა საწვავის სიძვირის მხრივ. და ბოლოს – 2006 წელს პენსიონერები და ხელფასიანი მომსახურეები დეკლარაციებში 70, 4 მილიარდ € შემოსავალს აცხადებდნენ, ხოლო 2015 წელს – მხოლოდ 56, 6 მილიარდს.

მიზეზები? ცხადია – გადასახადებისათვის თავის არიდება და მომხმარებლობის უნარის მკვეთრი დაქვეითებაა, უმუშევრობის 24%–მდე აწევით (უმაღლესი მაჩვენებელი ევროპაში, სადაც უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 10,8 % პროცენტია), რაიც ახალგაზრდა ასაკოვან ჯგუფებში 51%–ს აღწევს – ანუ, “მემორანდუმული” სისტემის სრული კრახი იქ, სადაც, ელინურ კრიზისზე “მზრუნველთა” გეგმებით, მას “ოქროს კვერცხები” უნდა მოეტანა.

და გგონიათ ეს მათ არ იციან?! ან იქნებ, გგონიათ, მართლაც ეშლებათ პროგნოზირება?! ნურას უკაცრავად, ბატონებო და ქალბატონებო – ელადა ისეთ მძლავრ ხელოვნურ კრიზისშია, მისთვის მემორანდუმის დამწესებელთა მახრჩობელურ/რვაფეხური მარყუჟებით სუნთქვაშეკრული, რომ სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, გაიყიდოს ნაწილ–ნაწილად, კუნძულ–კუნძულად, სანაპირო–სანაპიროდ, სახელმწიფო სტრუქტურა–დაწესებულებად და ა.შ. – კერძო ხელებში.

ზემოთხსენებულთა საცეცეებში, სიზუსტისთვის …