საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის ნარჩენების აღმოჩენის ფაქტი დაადასტურა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, პანოს კამენოსმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მართლაც იქნა აღმოჩენილი EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის ნარჩენები.
მინისტრის განცხადებით, აღმოჩენილია ერთ-ერთი მგზავრის გვამი, ორი სავარძელი და რამდენიმე ჩემოდანი. ამ დრომდე ეძებენ შავ ყუთს.
შეგახსენებთ, რომ Egypt Air-ის კუთვნილი ლაინერი, რომელშიც 66 მგზავრი იმყოფებოდა პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა. თვითმფრინავთან კონტაქტი მას შემდეგ შეწყდა, რაც მან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შეაღწია. ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ეგვიპტის ავიაციის სამინისტროში ლაინერის ვარდნის სავარაუდო მიზეზად ტერაქტი დაასახელეს. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.