ამგვარი ფიგურის ტიპი იდეალურად მიიჩნევა: თეძოებისა და მკერდის ერთი და იგივე მოცულობა, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული წელი. თეძოების მოხაზულობა მომრგვალებულია, მკერდი და დუნდულებიც ასევე.
ეს კლასიკური ქალური ფიგურაა. მისი ნაკლი ადვილი შესანიღბია.
ამ ტიპის ფიგურის მქონე ქალებს უხდებათ ისეთი მოხაზულობის სამოსი, რომელიც რბილად ზის სხეულზე და ხაზს უსვამს მის ფორმას. მაგრამ, ბოროტად ნუ გამოიყენებთ ქამრებს, განსაკუთრებით – ფართო სისქისას.
თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრიკოტაჟის, ელასტიკური, მძიმე და სქელი ქსოვილები.
მოიხდინეთ სწორი ფორმის ქვედაბოლოები, მომდგარი შარვლები, ლეგინსები.