მუნიციპალიტეტის ტელეფონით ბერძენი საჯარო მოხელეები მკითხავებს ურეკავდნენ

აღრინიოს ოფიციალური პირები მუნიციპალიტეტის ტელეფონით სარგებლობდნენ მკითხავებთან და სატელევიზიო გადაცემებთან საკომუნიკაციოდ გამოვლინდა, რომ ოფიციალური პირები იყენებდნენ მუნიციპალიტეტის ტელეფონებს, ევროვიზიაში ხმის მისაცემად, ასევე მკითხავებთან და ასტროლოგებთან კომუნიკაციის დასამყარებლად,- განაცხადა აღრინიოს ვიცე-მერმა.

Agrinionews.gr-ის განცხადებით, მერის მოადგილემ, ღიანის ფარმაკისმა, მოუწოდა საკრებულის წევრებს, დათანხმდნენ OTE-ს გადასახადებს, რომლებიც მესამე მხარის მულტიმედიური საინფორმაციო ანგარიშების შემადგენლობაში შედიან. მერის მოადგილის განცხადებით, ამ ფაქტზე პასუხისმგებელი პირები არიან კონტრაქტის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთ სატელევიზიო ზარებისა და SMS-ების დავალიანება დააკისრეს მოქალაქეებს.

თუმცა, მუნიციპალიტეტისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, არავითარი ბრალდება არ ყოფილა “ვარდისფერ ხაზებზე” (ეროტიკული ხაზები). მერის მოადგილის მითითებით, ფაქტი დაფიქსირდა საბანკო ანგარიშების აუდიტორული შემოწმებისას, რომელიც საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს აფასებს.

საერთო ღირებულება შეადგენს 896.30 €, რაც ვიცე-მერის განცხადებით, “არ ღირს, რომ მუნიციპალიტეტს დაეკისროს”, მაგრამ გამოაცხადა სამომავლო რონისძიებები, რომლის მიხედვითაც ხაზები დაიბლოკება. მერის მოადგილემ, საკრებულოს დამტკიცება მოითხოვა ხარჯების გასამართლებლად.თუმცა მან აღნიშნა, რომ სერვისები ინფორმირებული იქნებიან, რომ ფენომენის განმეორების შემთხვევაში, პირდაპირ მომხმარებელს დაეკისრება ხარჯები და არა მუნიციპალიტეტს.