ახალი ბროშურა იდომენიში “საზღვარზე  გადაპარვის ინსტრუქცია”

 

საბერძნეთი ცდილობს სხვადასხვა ადგილებში გადაანაწილოს ის ათასობით მიგრანტი, რომლებიც მაკედონიასთან ახლომდებარე ერთ-ერთ ბანაკში ცხოვრობენ. ათენის შეშფოთება განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დევნილთა ბანაკში მყოფ პატარა გოგოს „ა“ ჰეპატიტის ეპიდემია აღმოაჩნდა.

12 ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ახალშობილი ჩვილები, საბერძნეთის სასაზღვრო ქალაქ იდომენიში, ჭუჭყიან კარვებში ცხოვრობენ. დევნილები იმედოვნებენ, რომ გადალახავენ საზღვარს, მაგრამ მაკედონიამ და მეზობელმა ქვეყნებმა მათ საზღვრები ჩაუკეტეს.

წინა დღეებში საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ იდომენიში დევნილებს დაურიგეს ბროშურები, რომელშიც მოუწოდებენ მათ, რომ დატოვონ ბანაკი და საცხოვრებლად საბერძნეთის მიერ გამოყოფილ სხვადასხვა შენობებსა და სპეციალურ თავშესაფრებში დაბინავდნენ.

გუშინ სუფთა ორშაბათს ახალი ბროშურა დარიგდა იდომენიში სადაც მიგრანტებისთვის აღწერილი იყო თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ სკოპიას ანუ(ფირომ მაკედონიის) საზღვარზე

 

    სიმართლე

badd66eb9e4c5b9f1606b0cd96ca83ea
1. ბერძნული- სკოპიანური (Skopjan) საზღვრები გადაკეტილია .
2. არ იქნება ავტობუსები ან მატარებლები გერმანიის მიმართულებით .
3. სავარაუდოა, რომ ვინც დარჩება საბერძნეთში დეპორტირებული იკნება თურქეთში.
4. ყველა, ვინც მოახერხებს ფარულად ცენტრალური / აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაპარვასმიღებული იკნება როგორც ლტოლვილი. (გერმანია არ შეუწვეტია ლტოლვილების მიღება).

5. სავარაუდოდ, რომ იდომენის ბანაკში ევაკუაცია მოხდება უახლოეს დღეებში. ალბათ გადაგიყვანთ საბერძნეთის მთავრობის სხვა და სხვა სტრუქტურები, სადაც იქიდან დაბრუნდებით უკან თურქეთში.

 

საზღვარზე  გადაპარვის ინსტრუქცია:

1. ღობე რომელიც მდებარეობს თქვენს წინაშე არის იმისათვის რომ თქვენ ორიენტაცია დაკარგოთ და იფიქროთ, რომ საზღვრები გადაკეტილია. ღობე მთავრდება (5) კილომეტრში, რის შემდეგაც არარსებობს ღობე სკოპიემდე (მაკედონიამდე ). (შეამოწმეთ რუკა).

2. თუ თქვენ  განაწილდებით მცირე რაოდენობის ჯგუფებში ან მარტო სასაზღვრო პოლიციია და ჯარი ადვილად შეძლებს თქვენს შეჩერებას და დაბრუნებას უკან საბერძნეთში.

3. იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება ათასობით ადამიანი ერთდროულად ვერც პოლიცია და ვერც ჯარი ვერ შეძლებს თქვენს გაჩერებას

მოდით ყველანი ერთად ორშაბათს, 14:00 საათზე საზღვრის შესასვლელთან .

გთხოვთ წაიკითხოთ რუკა და იცოდეთ მარშრუტი და შეხვედრის ადგილები.