ერდოღანი:,,თურქეთი რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ტერორისტების სამიზნე გახდა

  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის დედაქალქში, კიზილაის რაონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განაცხადა – ,,ჩვენს მოქალაქეებს არაფერი აქვთ სანერვიულო, ჩვენი სახელწმიფო ბრძენი თურქი ხალხის დახმარებით დააჩოქებს ტერორისტულ ძალებს, რომლებიც პირველ რიგში უპირისპირდებიან ჩვენი ხალხის ძმობასა და ერთობას“.პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ,,პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას დაჭირლებს“.

ერდოღანმა ტერორისტების გააქტიურების მიზეზები შემდეგი სიტყვებით ახსნა: ,,თურქეთი რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ტერორისტების სამიზნე გახდა. ტერორისტები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით განიცდიან დამარცხებას ჩვენი მამაცი თავდაცვითი ძალების წინაშე, სამიზნედ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ,,ჩვენი სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ იტყვის უარს თავის კანონიერ უფლებაზე, ებრძოლოს ტრორიზმს. ამ ბოროტებასთან ბრძოლა გაგრძელდება თურქული არმიის, პოლიციის, უსაფრთხოების ძალების მეშვეობით გამარჯვებამდე“ – განაცხადა ერდოღანმა.